1 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცეცხლის შეწყვეტა არაა საკმარისი რუსეთისთვის სანქციების მოსახსნელად – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა არ არის საკმარისი რუსეთისთვის ბრიტანეთის სანქციების მოსახსნელად.

”პრემიერმა თქვა, რომ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს სანქციების მოხსნის მიზეზი,” – განუცხადა ჯონსონის სპიკერმა ჟურნალისტებს, Reuters-ის ცნობით.

“მისი თქმით, პუტინზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს როგორც შემდგომი ეკონომიკური ზომების, ასევე [უკრაინისთვის] სამხედრო დახმარების გაწევის გზით, რათა უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის კურსის სრული შეცვლა”,– აღნიშნა სპიკერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები