1 6 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გენადი ბესტაევი გარდაიცვალა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევი გარდაიცვალა. ის კლინიკაში თითქმის 3 თვის განმავლობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. 

53 წლის გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. საოკუპაციო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ბესტაევი ოკუპანტებმა ციხეში სასტიკად აწამეს. მას შემდეგ, რაც 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა, ის ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი თბილისში გადმოიყვანეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები