1 6 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იქნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იქნება. განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

მანამდე შამუგია მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

“ჩემთვის ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად ვემსახურო ჩემს ქვეყანას და გარკვეული წვლილი შევიტანო გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ლევან დავითაშვილს წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და რეფორმებისთვის, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა სამინისტროში”, – თქვა შამუგიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები