1 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აწ ნაპატიები და შერიგებული ქმრის სიტყვებით მოგახსენებთ: ,, შენზე თესლი ნაშა,, არ მეგულებაო. დაბრუნდა და ახალი წითელი პორშე კაბრიო მაჩუქა, რომლის ნომერია LOVE ... - მარიამ კუკუნაშვილი

სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის “NEW LIFE"-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სადაც ის კიდევ ერთხელ საუბრობს სიყვარულის შესახებ. მას უცვლელად გთავაზობთ: 

პირველრიგში დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და პირადი მესიჯებისთვის, რომელიც უწყვეტად შემოდიოდა გუშინწინდელი სტატუსის შემდეგ. მაპატიეთ, რომ ყველას ვერ გიპასუხეთ, თუმცა უზომოდ მადლიერი ვარ. ასევე დიდი მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც უკვე ორი დღეა მირეკავენ და მივწვევენ გადაცემაში ღალატის თემაზე. და აი ახლაც, რომ არ დამდგარიყო ერთი უსაყვარლესი ჟურნალისტის " მოგერიების" საჭიროება ამ სტატუსსაც არ დავწერდი. ის ცდილობდა ჩემს დარწმუნებას, რომ ქალებისთვის ღალატის თემაზე მეტი უნდა მეთქვა, მაგრამ ვფიქრობ, თუ ვინმეს რამე აინტერესებს ამ სტატუსით უფრო მეტს ვეტყვი და ის რისი თქმაც მენდომებოდა, ყვითელი შეკითხვების ფორმატში ვერ ჩაჯდებოდა.

ჯერ კიდევ არტისტოტელე ამბობდა, რომ სიყვარულის საგანზე მნიშვნელოვანი სიყვარულის მიზეზებია.მიზეზში არ იგულისხმება ის, რომ საგნის თვისებები ჩემს გრძნობებზე მნიშვნელოვანია. არა, არისტოტელემ თქვა: სიყვარულის საგანზე გაცილებით მნიშვნელოვანია მიზეზები, რატომაც მიყვარს. ანუ მნიშვნელოვანია, რა სულიერი სამყაროს, რა თვისებების კრისტალიზაცია ხდება და რა რეალიზდება ამ გრძნობებით ჩემში. თუნდაც ისეთი რამ, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს სიყვარულთან. თუკი იმიტომ მიყვარს, რომ ვთქვათ, ამ გრძნობაში ჩემი ადამიანური ღირსების რეალიზაციას ვხედავ, ეს მიზეზი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიყვარულის ობიექტის წარმავალი თვისებები თუ გარკვეული ქმედებები.სიყვარულის მარადიულობის არსიც და მისი კონსტრუქციულობაც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი საკუთარი, ადამიანური თვისებების და გრძნობების კვლავწარმოება შეგვაძლებინოს, მიუხედავად ყველაფრისა...

და ბოლოს, როგორც მამარდაშვილი იტყოდა: ბუნება ეგზემპლართა ჩანაცვლებადი სიმრავლით ოპერირებს და ამ საგანთან არცერთს არ გააჩნია დამოუკიდებელი მნიშვნელობა. მხოლოდ შენ შეგიძლია და უნდა აკეთო და შენს მაგიერ არავინ გააკეთებს, მხოლოდ შენ შესძენ მნიშვნელობას. ამით განისაზღვრება შენი ინდივიდუალიზაციის ღირებულება და ასე ხდები თვითკმარი და შეუცვლელი. მაშინ ხდები მოსიარულე სიყვარული და მთელ სამყაროსაც მაშინ უყვარხარ.

და ბოლოს, მათთვის ვისაც დასასრული აინტერესებს სტაფილოსფერ ფერებში: მამარდაშვილს და არისტოტელეს ძალიანაც აღარ შევაწუხებ და ჩემი მოღალატე, აწ ნაპატიები და შერიგებული ქმრის სიტყვებით მოგახსენებთ: " შენზე თესლი ნაშა" არ მეგულებაო. დაბრუნდა და ახალი წითელი პორშე კაბრიო მაჩუქა, რომლის ნომერია LOVE ... მეტი დეტალები არ გვინდა... ასე რომ დავივიწყოთ წარსული. ცხოვრება მიყვარს, ის კი ძალიან ხანმოკლეა სხვა ყველაფრისთვის გარდა სიყვარულისა...

პ.ს იმედია, პატრიარქატის და ქალი ისე კაცი ასე სტერეოტიპები როგორი ვლეწე, რა საოცარი შოუებით, გულაობით და რაც მთავარია ქალებისადმი დიდი სიყვარულით და თანადგომით, ამაზეც ოდესმე დავწერ. ეს ისეთი საოცარი, ძალიან თამამი და ამავდროულად ისეთი ამაყი თავგადასავლებია, დასანანი იქნება არ დაიწეროს. ვფიქრობ ყველა ქალის სახელით გავეცი პასუხი პატრიარქატს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები