1 1 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვლადიმერ პოზნერი ყოველგვარი რეგულაციებისა და შეზღუდვების გარეშე, საქართველოში ჩამოფრინდა

ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული,რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი ყოველგვარი რეგულაციებისა და შეზღუდვების გარეშე, რუსეთიდან  საქართველოში ჩამოფრინდა.პოზნერს ხვალ დაბადების დღე აქვს და იუბილეს სავარაუდოდ სწორედ საქართველოს დედაქალაქში  თბილისში აღნიშნავს.

პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში “საგულაოდ” ჩამოდის.მისი განცხადებით, ის ქვეყანაში არ უნდა შემოშვათ.

“Больше Абхазия никогда не будет частью Грузии” – აი, ამის მთქმელი, ვლადიმირ პოზნერი, პუტინის მონა, ხვალ მობრძანდება საქართველოში საკუთარ დაბადების დღეზე საგუალაოდ. ცხადია, შემოუშვებენ და გულაობის ექსკლუზიურ უფლებასაც მიანიჭებენ. გალიდან პენსიონერი რომ გადმოვიდეს პენსიის ასაღებად 5 დღე კარანტინში აგდებენ და პოზნერი გულაობს საქართველოში.ამ სიტყვების მთქმელი სახელმწიფომ არ უნდა შემოუშვას საზღვარზე, თუ თავმოყვარეობა გაგვაჩნია”,– წერს ხოშტარია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები