1 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზოოპარკში ორ გორილას კორონავირუსი დაუდასტურდა

სან დიეგოს ზოოპარკში ორ გორილას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სავარაუდოდ, გორილების ინფიცირების წყარო ზოოპარკის თანამშრომელი იყო, რომელსაც დაავადების უსიმპტომო ფორმა ჰქონდა.

გორილებს კორონავირუსზე ტესტირება მას შემდეგ ჩაუტარეს, რაც მათ ხველება დაეწყოთ.

სან დიეგოს ზოოპარკის დირექტორის განცხადებით, ამჟამად გორილები თავს კარგად გრძნობენ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები