1 2 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სოციალურად დაუცველები 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ - პრემიერი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სოციალურად დაუცველები 100 ლარიან დახამრებას 6 თვის მანძილზე მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

„ჩვენ გვყვავს სოციალურად დაუცველი 65 000-სა და 100 000 ქულას შორის საკმაოდ დიდი რაოდენობა მოსახლეობის. ეს ის ჯგუფია, რომელიც ყველაზე მოწყვლადია მსგავსი კრიზისების პერიოდში, რომელიც ეხება არაფორმალურად დასაქმების სამსახურის დაკარგვის, ან მოკლევადიანი სამუშაოს მქონე პირების შემოსავლის დაკარგვის რისკს. ამიტომ ჩვენ ვაახლებთ ამ პროგრამას და 65 000-დან 100 000 ქულამდე მქონე ყველა ოჯახს 6 თვის განმავლობაში შახელმწიფოს მხრიდან ექნება 100 ლარი, ისევე როგორც პირველი ტალღის დროს. მაშინ ამ პროგრამით ისარგებლა 72 000 ოჯახმა. 

გარდა ამისა დამატებით 0-დან 100 000 ქულამდე მყოფ ოჯახებისთვის მათ ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე არასრულწლოვანი შვილი ყოველთვიურად 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ 100 ლარის დახამრება. გარდა ამისა 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100 ლარიანი დახამრება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში. ეს დაფარავს 43 000 ადამიანს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები