1 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

8 ივნისიდან დახურული ტიპის რესტორნები გაიხსნება - დღეს მათ სხვადასხვა რეკომენდაციები მიეცათ

დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აქტიურად ახორციელებენ მონიტორინგს, ბიზნესოპერატორებს აცნობენ ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს, ეცნობიან კვების ობიექტებში არსებულ ვითარებას.

რეკომენდაციები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შემუშავებული.

ღია ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა ფუნქიციონირება 1 ივნისს განაახლეს, ხოლო დახურული ტიპის ობიექტები მუშაობას, ახალი კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით, 8 ივნისიდან შეძლებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები