1 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ერეკლე კუხიანიძე გავრილოვის ვიზიტზე:“სტუმარს შეურაცხყოფა მიაყენეს”

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ერეკლე კუხიანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო იმ ავბედით ”გავრილოვის ღამეს”…

ეს იყო ერთ ერთი სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში…. და არა მარტო იმიტომ რომ გავრილოვი მოხვდა იქ სადაც მოხვდა….

ის რომ გავრილოვი ფორუმის თავმჯდომარესთან ერთად აღმოჩნდებოდა პრეზიდიუმის ერთ ერთ სავარძელში, ეს იცოდა ყველამ. იცოდა გიგი წერეთელმა, იცოდნენ სხვა ყველა სჯულის და ყველა ფერის ნაციონალებმა. სავარაუდოდ, ვინც ეს დაგეგმა, ჩათვალა, რომ რადგან ფორუმი იყო მართლმადიდებლური პოლიტიკურ რეალობებს ყურადღება არ უნდა მიქცეოდა და არც მიაქცია. ცხადია ეს იყო დამგეგმავის შეცდომა.

მაგრამ, აქ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ყველა ის ჩასაფრებული ქვეყნის მტერი, რომლებიც სულგანაბულნი ელოდნენ, როდის აღსრულდებოდა ეს ფაქტი. თუ შენ რაღაც შეურაცხგყოფს და შენ ამას შეგნებულად დაუშვებ და ადრევე არ აღკვეთავ – ვინ ხარ შენ? ის ხომ არა ვინც მზად არის ოღონდ მერე მიზეზი გაუჩნდეს მოწინააღმდეგეზე შეტევისა – საკუთარი დედა გასწიროს შესაბილწავად!

ხოლო მერე მოხდა ყველაზე ამაზრზენი რამ – სტუმარს შეურაცხყოფა მიაყენეს, როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური.

ეს არის სწორედ ის, რასაც ვიღაც დაცინვით ეძახის ”ქართველობის წართმევას”… ქართველობა ხომ სწორედ რაღაც ადათ – წესებისადმი ერთგულებასაც ნიშნავს. მაგრამ ვაი რომ აღარ გვახსოვს რაზე აღვიზარდეთ და რომ -”დღეს სტუმარია ეგ ჩემი – თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა” ვიღაც ვიგინდარებისთვის დასაცინიც კი გახდა.

ჩვენ დავკარგეთ ის პატივისცემა, რომელიც ჩვენი სტუმარ – მასპინძლობის ადათით მოხვეჭილი გვქონდა საუკუნეების მანძილზე და ძალიან უნდა მოვინდომოთ რომ ღირსება აღვიდგინოთ."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები