1 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიკა გვარამია გურიაში ამღერებულ ელისაბედ რუთზე: "მთავარ არხზე" არასდროს მოსულა ქალბატონი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ალბათ იმიტომ, რომ კარგად ვერ ვმღერით

"მთავარ არხზე" არასდროს მოსულა ქალბატონი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ალბათ იმიტომ, რომ კარგად ვერ ვმღერით  - ამის შესახებ ნიკა გვარამია  სოციალურ ქსელში წერს და გურიაში ამღერებულ  ელისაბედ რუთის ამბავს ეხმაურება:


"სიმღერა აახლოვებს.

ამჯერად ისე ძლიერი აღმოჩნდა, რომ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელისაბედ რუთიც კი ჩაიყვანა შორეულ გურიაში, კორუფციით და კრონიზმით ცნობილ ქოცდეპუტატ ოდიშარიასთან, ბიძინას "ლიჩნი" მომღერალ ერქომაიშვილთან (პირადად რომ გამოაგდებინა ახალ ხელისუფლებას გენიოსი უშიკიშვილი ფოლკლორის ცენტრიდან) და სხვა წვრილწვრილ ქოცებთან ერთად პოლიფონიის შესაკრავად. იმ გურიაში, კინაღამ რომ ჩაქოლეს დამხვედრმა გურულებმა ჩასული დელეგაცია, შიმშილით ვკვდებით და რა კალანდა 2020ის საზეიმოდ ჩამოხვედით თქვენი ჯიპების ესკორტებითო.

აი, მაგალითად ჩვენთან, სასწაულებრივად უმოკლეს ვადაში გახსნილ მთავარ ოპოზიციურ არხზე, იმავე ქალაქში რომ მდებარეობს, რაც ამერიკის საელჩო, არასდროს მოსულა ქალბატონი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ეს ალბათ იმიტომ, რომ კარგად ვერ ვმღერით. მით უმეტეს, გურულ პოლიფონიას - ნამეტნავად რთულია."

შეგახსენებთ, რომ აქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა გურიაში კალანდობის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა და გურულებთან ერთად იმღერა კიდეც

კომენტარები

მსგავსი სიახლეები