1 5 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

შოუბიზნესი

“9 საათი თავთან უზის მარტო დედას… მის გადასარჩენად იბრძვის…” – რას წერს ნინი ქარსელაძის მეგობარი

ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის. ამ ფაქტთან დაკავშირებით ხათუნას ქალიშვილის - ნინი ქარსელაძის მეგობარმა ლიკა რევიშვილმა ვრცელი, ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
"ყველას პატიება მინდა ვთხოვო, ვისთვისაც ნებით თუ უნებლიედ ოდესმე მიწყენინებია... ესე დაიწყო ჩემი და ჩემი მეგობრის საუბარი. ცრემლები მახრჩობდა, იდიოტივით ვიმეორებდი - რატო ამბობ მთელი ცხოვრებაა, რომ ამის გეშინია? ეს რეალობა საიდან მოვიდა? კიდევ ეს უნდოდა შენ მდგომარეობას?! - მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა მაშინ...
დამამშვიდებელიწამლების ქვეშ მყოფი, გაბრუებული სახით მიყურებდა, მაგრამ ეს არ იყო ამით გამოწვეული სიმშვიდე, ზუსტად იცის, რომ მოერევა, ზუსტად იცის რომ დაამარცხებს, მე კი ზუსტად ვიცი რომ შეუძლებელს შეძლებს დედისთვის, იმიტომ, რომ მინახავს უცხო ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის როგორ ეხვეწებოდა ყველას, გვერდში დავუდგეთ, გადავარჩინოთ, სახლი ავუშენოთ, წამლები ვუყიდოთ.
მერე ვკითხე, ამდენს როგორ ახერხებ-თქო, სულ ლამაზად აცვია, სახლიდან მოუწესრიგებელი მაღაზიაში არ ჩავა. დღე-ღამეში 24 საათი არ ყოფნის, სულ სადღაც გარბის, რაღაც უნდა გააკეთოს.
ჩემ მეგობარი არასოდეს წუწუნებს მის პრობლემებზე, ზოგჯერ ნერვებსაც მიშლის, რომ ყველას უპრობლემო, გათამამებული, ფეხი-ფეხზე გადადებული და ვარდისფერი სათვალით ცხოვრების მაყურებელი გონია. გაუთავებლად რომ არჩევენ მის შეხედულებებს და დამოკიდებულებას ყველაფერთან, ესეც მე მიშლის ნერვებს და ქრონიკულად ვჩხუბობთ.
ჩემი მეგობარი ძლიერი ქალია, რომლის იმედიც ყველას უნდა ჰქონდეს, ნაცნობს, უცნობს, მეგობარს, განსაკუთრებით დედას!
მე და ჩემი მეგობარი უმამოდ გავიზარდეთ და მარტო ერთმანეთში ვლაპარაკობთ, რას ნიშნავს გყავდეს დედა, რომელიც არის მამა, რომელიც არის ყველაზე დიდი ძალა და იმედი. ბოდიში, ვისაც არ მოგწონთ ჩვენი დედები, ძლიერები, დაუმარცხებლები. ბევრ კაცს რომ სჯობიან ყველა საქმეში, განსაკუთრებით ერთგულებაში.
დღეს ჩემი მეგობარი დედის გადასარჩენად ებრძვის ყოველდღიურობას. 4 თვის განმავლობაში 4-ჯერ არ დაუწუწუნია. იმიტომ არა, რომ პრობლემა არ აქვს, იმიტომ არა, რომ ორ კვირაში ერთხელ ასწრებს შეაგროვოს ყველაფერი, რაც დედის გადასარჩენად სჭირდება და გაფრინდეს პროცედურის ჩასატარებლად, იმიტომ არა, რომ 9 საათი თავთან უზის მარტო დედას და ელოდება როდის დამთავრდება გადასხმა. გულით და სულით ჯერა და წამს რომ მისი მონდომებით და სიყვარულით დაამარცხებს ყველა ბოროტ დაავადებას დედამიწაზე...
მეტს ვერ დავწერ მის მდგომარეობაზე, მე არ მაქვს ამის უფლება. იმედი მაქვს, ამას თუ ნახავს, არ ვაწყენინებ... ბევრს ვერ დავწერ, იმიტომ რომ ჩურჩულით მპასუხობს ყოველდღე ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებზე და სხვების დასანახად გაპრანჭული და გაღიმებული დადის, განსაკუთრებით სახლში...
ჩემო მეგობარო, შენი სიყვარულით და დამოკიდებულებით ყველა-ფერს მოერევი და დაამარცხებ... ყველა შენი ოცნება რელობად იქცევა ძალიან მალე!
p.s.დღეს ეს სტატუსი იმიტომ დავწერე, რომ ყველა კომენტარი გადავიკითხე, ჩემო მეგობრებო, ვისაც ჩემი მეგობრისგან ძალიან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გაქვთ და მარტო ეს დამრჩა..... მეტასტაზებივით მოგდებიათ ღვარძლი და ბოროტება... ეს უკანასკნელია განუკურნებელი სენი, რომელმაც ასე გააუბედურა ჩევნი ქვეყანა..."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები