1 5 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

შოუბიზნესი

„პირჯვარი გადაიწერეთ და ხათუნას გამოჯანმრთელება უსურვეთ“ - ზურა ხაჩიძე საზოგადოებას თხოვნით მიმართავს

ხათუნა ჟორდანიას მარჯვენა ფილტვის სიმსივნე აღმოაჩნდა. ამის შესახებ მისი მეუღლე, მომღერალი ზურა ხაჩიძე „რეიტინგს“ ესაუბრა.



როგორც ზურა ინტერვიუში ამბობს, ხათუნამ ამ ეტაპისთვის უკვე ქიმიოთერაპიის ორი კურსი ჩაიტარა და მკურნალობას ისრაელში განაგრძობს.

„ეს შემთხვევით გავიგეთ. ახველებდა, ნინიმ ექიმთან წაიყვანა და ეს დაიგნოზი ასე შევიტყვეთ. მესამე ქიმიოთერაპიის შემდეგ გაირკვევა, რა მდგომარეობაშია მისი დაავადება.



იმედი მაქვს, დავამარცხებთ და გავიმარჯვებთ. მინდა საზოგადოებას ვთხოვო, როცა ამ ინტერვიუს წაიკითხავს, პირჯვარი გადაიწეროს და ხათუნას გამოჯანმრთელება უსურვოს“ - ამბობს ზურა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები