1 4 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტექდათვალიერება მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი , სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტისთვის კი 100 ლარი ეღირება

საქართველოში რეგისტრირებული მილიონამდე მანქანა სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ექვემდებარება. ახალი წლიდან ეს პროცედურა უკვე ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის აუცილებელი ხდება. ქვეყნის მასშტაბით ტექდათვალიერების 89 ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც ყველა სერვისის მიღებაა შესაძლებელი.

მსუბუქი ავტომობილებისთვის სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება 60 ლარი ღირს. სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტისთვის კი 100 ლარი. ტექნიკური დათვალიერების გავლა სავალდებულო არ არის 4 წლამდე ასაკის ავტომობილისთვის. 4-დან 8 წლამდე ასაკის მანქანის მძღოლები ვალდებულები არიან შემოწმება ორ წელიწადში ერთხელ გაიარონ, უფრო ძველი მანქანების პატრონებს კი ტექდათავლიერების ცენტრში მისვლა ყოველწლიურად მოუწევთ.

ტექნიკური დათვალიერების ცენტრების წარმომადგენელთა ვარაუდით, პირველ ეტაპზე შესაძლოა მძღოლებს რიგში დგომაც მოუწიოთ. ფიქრობენ, რომ თითქმის ყოველი მეორე ტექნიკურ შემოწმებას პირველივე ჯერზე ვერ გაივლის.

სპეციალისტების ნაწილი კი პროცესის მოუმზადებლობაზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, მძღოლები ნაწილებსაც კი ქირაობენ იმისთვის რომ შემოწმება გაიარონ. სფეროს ექსპერტების თქმით, პროცესს სახელმწიფო ვერ აკონტროლებს. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები