1 8 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყვითელი ჟილეტების მორიგი აქცია საფრანგეთის ქალაქებში - მანიფესტაციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

ყვითელი ჟილეტების მორიგი აქცია საფრანგეთის ქალაქებში ისევ არეულობით დასრულდა. ემანუელ მაკრონის ანტიკრიზისული გეგმით და ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილო ხალხმა რამდენიმე ქალაქში მშვიდობიანი მსვლელობები მოაწყო, თუმცა ნანტში და ბორდოში მანიფესტაციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

სამართალდამცველებმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეცსაშუალებები გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. არეულობის ათობით მონაწილე კი დაკავებულია. პარიზში აქცია მშვიდობიანი იყო, თუმცა საღამოს დაუდგენელმა პირებმა ქუჩაზე გაჩერებული მანქანები დაწვეს. პოლიციის ცნობით, ინციდენტი გავლენიანი გაზეთის, ლე პარიზენის რედაქციასთან მოხდა. გამოძიება დამნაშავეების ვინაობის დადგენას ცდილობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები