1 7 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი - პრემიერის განცხადება

ჩამოტვირთვა

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა ცვლილებები შეეხება შემდეგ სამინისტროებს:

კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების სამინისტროს.

სასჯელაღსრულების სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქცია სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება. დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციას შსს შეითავსებს, ხოლო სოციალურ პოლიტიკას – ჯანდაცვის სამინისტრო.

გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები