1 8 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მღვდლის შვილია

კურიერის ექსკლუზივი - ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მღვდლის შვილია.პირველ დეკემბერს ჩხუბის 23 მონაწილიდან ერთ-ერთი დავით მენაბდე იყო, დეკანოზ შიო მენაბდის შვილი.

დავით მენაბდე დაპირისპირების დროს დაიჭრა, თუმცა, ვინ მიაყენა მას ჭრილობა, კურიერის მიერ მოპოვებულ საქმის მასალებში არ ჩანს.

მისი დაჭრის ფაქტზე პასუხისგებაში არავინ მიუციათ. საქმეში არსებობს ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მოკლულ დავით სარალიძეს ხორავას ქუჩის ფარდულში დავით მენაბდე ვერცხლისფერ საგანს ურტყამდა. იყო თუ არა ეს დანა, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.

სასამართლო დარბაზში ჩხუბის უშუალო მონაწილე და მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული ახალგაზრდა ყვება, რომ მასთან ერთად სისხლიან გარჩევაში დეკანოზ შიო მენაბდის შვილი მონაწილეობდა.

კურიერის მიერ მოპოვებულ ჩვენებაში ერთ-ერთი ბრალდებული აცხადებს, რომ დავით სარალიძეს ვერცხლისფერ საგანს სწორედ ეს პირი ურტყამდა.

ამ ფაქტის შესახებ კურიერმა უკვე ორი თვეა, იცის, თუმცა რადგან საქმე არასრულწლოვნებს ეხება, რუსთავი 2 თემას განსაკუთრებული სიფრთხილით აშუქებს, თუმცა რადგან საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია, საქმეს აქციები მოჰყვა, კურიერმა მღვდლის შვილის ვინაობა დაასახელა.

ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება მოკლული დავით სარალიძის მამამ გააკეთ. ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ მის შვილს ჭრილობა მენაბდემ მიაყენა. ის აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია მან პროკურატურას ჯერ კიდევ სამი თვის წინ მიაწოდა, თუმცა, უწყებაში მას კონკრეტული მტკიცებულებები მოსთხოვეს, რადგან პროკურატურაში განუცხადეს, რომ არასრულწლოვანს ვერ დააკავებდნენ მტკიცებულებების გარეშე.

ზაზა სარალიძის თქმით, საქმეში მოწმის სტატუსით მენაბდე ფიგურირებს, თუმცა, მას ბრალდებულის სტატუსი არა აქვს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები