1 7 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

საშობაო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში

 სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია გიმართა. იქ იმყოფებოდნენ სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებიც.

"ყველას გულით გილოცავთ ქრისტეშობის უდიდეს დღესასწაულს! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. საქართველოს ვუსურვებ გაერთიანებას და უფრო მეტ სიყვარულს. მინდა, მოგილოცოთ 2018 წელი და გისურვოთ ყოველივე კარგი.

პატრიარქმა, თავის ეპისტოლეში ისაუბრა ქრისტიანობის და რწმენის მნიშვნელობაზე. იგი ბრძანებს, რომ, როგორც ხისგან მოწყვეტილი ნაყოფი ხდება უსულო და ხმება, ასევე, ეკლესიისგან მოწყვეტილი ადამიანის ბედიც ანალოგიურია. ყველას ვუსურვებ, აი ამ რწმენაში გავერთიანებულიყავით ჩვენი ერის საკეთილდღეოდ.

მინდა, ჩვენს პატრიარქს მივულოცო აღსაყდრებიდან მე-40 შობა და დაბადებიდან 85 წელი, რომელიც ორიოდე დღის წინ შეუსრულდა.

წელს ძალიან მნიშვნელოვანი წელია, დიდი იუბილეები გვაქვს - ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავს. ასე, რომ ბევრი კარგი თარიღია.

მინდა, მთელს საქართველოს ვუსურვო ბედნიერება, ოჯახებს - კეთილდღეობა, სიმშვიდე და ამ სიმშვიდეში - საქართველოს წინსვლა. ყველას გილოცავთ!" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები