1 6 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობაში საკუთარი გუნდით მივა

   თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობაში საკუთარი გუნდით მივა. არაოფიციალურად უკვე სახელდება რამდენიმე პირი, რომლებიც თბილისის მერიაში, სავარაუდოდ, კალაძის გუნდის წევრები იქნებიან.

არსებული ინფორმაციით, კალაძე მერიაში ირაკლი ხმალაძის, მაია ბითაძის, ლაშა კვანტალიანისა და თემურ ბოლოთაშვილის წაყვანას გეგმავს.

ირაკლი ხმალაძეს
ენერგეტიკის მინისტრად მუშაობისას კალაძის მოადგილის თანამდებობა ეკავა. წინასაარჩევნო პერიოდში მან აღნიშნული პოსტი დატოვა და აქტიურად ჩაერთო კალაძის საარჩევნო კამპანიაში. მანვე მოამზადა თბილისის ურბანულ და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამები. 

მაია ბითაძე
სექტემბრის შუა რიცხვებამდე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, რის შემდეგაც მანაც კალაძის საარჩევნო შტაბში გადაინაცვლა. მაია ბითაძეს უკავშირდება ეკოლოგიური მიმართულებით კალაძის საარჩევნო პროგრამის მომზადება. 

რაც შეეხებათ ლაშა კვანტალიანს და თემურ ბოლოთაშვილს, ისინიც კალაძის საარჩევნო შტაბში მუშაობდნენ. პროფესიით ეკონომისტ-კიბერნეტიკოსი ლაშა კვანტალიანი მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებდა, მშენებლობის და სივრცითი მოწყობის ექსპერტმა თემურ ბოლოთაშვილმა კი ურბანულ პოლიტიკაზე იმუშავა. 

ამასთან, ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული ოთხი პირიდან ირაკლი ხმალაძე თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას დაიკავებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები