2 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქარიშხალი "ირმა"- სტიქია ფლორიდის შტატში

ქარიშხალ "ირმას" სიძლიერე პირველ კატეგორიამდე შემცირდა. ახლა სტიქია ფლორიდის შტატის ჩრდილოეთით, საათში 136 კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდება და ჯორჯიის შტატისკენ მიიწევს. მაიამის პოლიციამ თითქმის მთლიანად დაცლილ ქალაქში მაროდიორობისა და ძარცვის ბრალდებით პატრულირებისას 28 ადამიანი დააკავა. 

აღსანიშნავია, რომ მაიამის სანაპიროსთან მიახლოებისას “ირმას” სიჩქარე 175 კილომეტრს შეადგენდა. სტიქიას თან უხვი ნალექი სდევს, რის გამოც მაიამის ბიზნეს ცენტრი 60 სმ-მდე წყალმა დაფარა. ქარიშხალმა ფლორიდის სამხრეთით ქე-უესტის კუნძულზე ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კუნძულთან 4.5 მეტრიანი ტალღებია წარმოქნილი. სტიქიამ ელექტრო-გადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც შტატის 4 მილიონამდე აბონენტს ელექტრო-ენერგია არ მიეწოდება. 

 პრეზიდენტმა ტრამპმა კვირას ხელი მოაწერა დოკუმენტს ფლორიდის შტატის მასშტაბური სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადების შესახებ და შტატის რეაბილიატაციისთვის ფედერალურ სამსახურებს დახმარების გამოყოფის განკარგულება მისცა. სტიქიას კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები