0 7 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

დავით საყვარელიძე სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ადასტურებს

უკრაინაში მყოფი დავით საყვარელიძე Facebook-ზე  მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს ადასტურებს 

დავით საყვარელიძე წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო "ინგლისურადმოლაპარაკე იანუკოვიჩად იქცა".

"აქ ლაპარაკი ზედმეტია. ფაქტია, რომ პოროშენკო მორიგ "იანუკოვიჩად" იქცა, მხოლოდ ინგლისურ ენაზე ლაპარაკობს. დიდი ხანია ყველასთვის ნათელია, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება - უკრაინა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ზღვარზე დგას. ადამიანი, რომელიც ამის შესახებ ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობდა, დღეს უკრაინის მოქალაქეობისა და უკრაინაში ყოფნის უფლების გარეშე დარჩა. მაგრამ ეს ვერ შეგვაჩერებს! პირიქით, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოროშენკოს რეჟიმის დასასრულს უფრო მოაახლოვებს ", - წერს დავით საყვარელიძე და დასძენს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება პოროშენკოს რეჟიმის დასასრულს დააჩქარებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები