1 7 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ლედი გაგა შესაძლოა QUEEN-ის სოლისტი გახდეს

ჩამოტვირთვა

ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა, ლეგენდარულ ჯგუფ Queen-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ვარსკლავს ჯგუფის სოლისტობა სურს. Queen-ის სოლისტი ფრედი მერკური 1991 წელს გარდაიცვალა. 2004 წლიდან მოყოლებული, 5 წლის განმავლობაში, ჯგუფთან პაულ როჯერსი თანამშრომლობდა. ამ ეტაპზე კი, ლეგენდარული Queen-ი ახალ მომღერალს ეძებს. ჯგუფის წევრები არ გამორიცხავენ, რომ მათი სოლისტი შესაძლოა, სწორედ ლედი გაგა გახდეს, რომელსაც სასცენო ფსევდონიმი Queen-ის სიმღერამ Radio Ga Ga-მ შთააგონა. ”ჩვენ უკვე დიდი ხანია დაბრუნებაზე ვფიქრობთ, თუმცა მუდმივად გვაქვს სოლისტის პრობლემა. ძალიან ბევრი წინადადება მივიღეთ სხვადასხვა ადამიანებისგან. მე მიმუშავია ლედი გაგასთან. ის ძალიან კრეატიული ადამიანია და ერთ-ერთი მათგანი, ვინც შესაძლოა ჯგუფის სოლისტი გახდეს - განაცხადა ჯგუფის გიტარისტმა, ბრაიან მეიმ ერთ-ერთ ინტერვიუში. გარდა ამისა, მუსიკოსს ტელეშოუს გაკეთებაც სურს, სადაც Queen-თან ერთად დუეტებს ცნობილი მომღერლები შეასრულებენ. მეის განცხადებით, ეს სამომავლო გეგმაა, თუმცა ჯგუფი ამაზეც სერიოზულად ფიქრობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები