1 5 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“აღდგომა გადადეს საბერძნეთში და უფლისკენ მიმავალი გზა ჩაიმტვრა ათონზე”

ემიგრანტი ლანა ტუღუში ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც საბერძნეთის სინოდმა აღდგომის დღესასწაულის საზეიმოდ აღნიშვნა გადადო, ათონზე მისასვლელი გზა ჩაინგრა და ამის დამადასტურებელ ფოტოებსაც აქვეყნებს..

სტატუსს, რომელსაც ეს ადამიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს, უცვლელად გთავაზობთ, თუმცა შეესაბამება თუ არა აღნიშნული სიმართლეს, სამწუხაროდ,  ამ დროისთვის ჩვენთვის  უცნობია

“საბერძნეთმა აღდგომის დღესასწაული გ ა დ ა დ ო ! ! !
3 დღე უწყვეტად წვიმდა ათონზეო…
6 აპრილს მონასტრებისკენ მიმავალი გზის ჩამტვრევით დასრულდა!
ვიფიქროთ?!
თქვენი არვიცი და სხვა არ მეფიქრება – უფლისკენ მიმავალი გზა ჩატეხა საბერძნეთმა?! 
შედეგზე მეტად მიზეზი მამწუხრებს!
დედაღვთისა გვაფრთხილებს …
გ ვ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ს ! ! !
და ვიდრე გონი შეგვრჩენია ვიფრთხილოთ და ნუღარ გავანაწყენებთ! 
გილოცავთ ხარების დღესასწაულის დადგომას და ქრისტიანად ყოფნას გინატრით !
მტკიცედ იდექით ! ! ! 
მარტო არა ვართ!
მთავარანგელოზ მიქაელის დასში გვეღვაწოს!
გილოცავთ ქრისტეს შვილებო და მეგობრებო!”

ცნობისთვის, საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა, აღდგომის დღესასწაულის საზეიმოდ აღნიშვნის გადადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მედიის ინფორმაციით, ყველა ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია აღნიშვნასთან, მათ შორის საზეიმო ღვთისმსახურება, ერთი თვით გადაიდება.

მედიის ინფორმაციითვე, მიუხედავად ელადის ეკლესიის დომინანტი როლისა, რომელიც საბერძნეთის კონსტიტუციითაა განსაზღვრული, ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე მართლმადიდებელი მღვდელი დააკავეს, რომლებიც ცდილობდნენ ქვეყანაში მთავრობის მიერ გაცხადებული აკრძალვების გვერდის ავლით ჩაეტარებინათ წირვა-ლოცვა და ეკლესიების დახურვის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

საბერძნეთის სინოდი, მოსახლეობას მოუწოდებს, რომ რადგანაც დღესასწაულები მკაცრი კარანტინის ვადებს ემთხვევა, მოსახლეობამ სახლებში ილოცოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები