1 6 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

MCDONALD’S-მა ქალების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ლოგო ამოაბრუნა

 Mcdonald’s- მა ქალების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად კალიფორნიის რესტორანში საკუთარი ლოგო ამოაბრუნა და ქალებს ასე მიულოცა დღევანდელი დღე. 

კომპანიამ აღნიშნული ლოგო როგორც ოფიციალური ვებგვერდზე , ისე  Twitter-სა  და Instagram–ზე გამოიყენა. 

გარდა ამისა, მაკდონალდის 100-მდე ობიექტში მომსახურე პერსონალი განსაკუთრებული ქუდებითა და მაისურებით მოემსახურება მომხმარებელს. 

CNBC- სთან საუბრისას მაკდონალდსის პრესმდივანმა,  ლორენ ალტმინმა აღნიშნა, რომ აშშ-ში  არსებული 10 რესტორნის ქსელიდან ,  6-ის მენეჯერი  ქალია. 

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს იქნება პატივისცემის გამოხატვა ქალების მიღწევების მიმართ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები