0 8 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფეხბურთელ ადამ ჯონსონს ციხეში, ფარულად გადაღებული ვიდეო გაუვრცელეს

  ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ფეხბურთელი ადამ ჯონსონი თავისივე ჩადენილ  საზარელ დანაშაულზე ღიად საუბრობს და თან ტრაბახობს კიდეც..  ვიდეომ საზოგადობაში აღშფოთება გამოიწვია

  29 წლის ფეხბურთელის ვიდეო, სადაც ის ამ საზარელი დანაშაულის შესახებ ხუმრობს, ერთ-ერთმა ახალგაზრდა მსჯავრდებულმა ჩაიწერა.

განსაკუთრებულად შოკისმოგვრელია ის მომენტი, როცა ერთ-ერთი პატიმარი ამბობს, რომ სანდერლენდის გვერდითა თავდამსხმელს არ გაუუპატიურებია მსხვერპლი, რაზეც ისმის ჯონსონის პასუხი:’’მე 6 წლის განმავლობაში მარტო მაგის გაკეთებაზე ვოცნებობდი“.

     შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ "სანდერლენდის" ფეხბურთელი ადამ ჯონსონი არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალურ კავშირშია ეჭვმიტანილი. 

დურჰემის პოლიციამ 27 წლის მოთამაშე საკუთარ ბინაში დააკავა, თუმცა გირაოს საფუძველზე გამოძიების დასრულებამდე გაათავისუფლა. მოთამაშეს ბრალი 15 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის დამყარებაში ედება, 

ინგლისური კლუბის გადაწყვეტილებით, გამოძიების დასრულებამდე ადამ ჯონსონს საწვრთნელ პროცესში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები