0 2 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. თიბისი კაპიტალის მოლოდინებისგან განსხვავებით, 8 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთი 0.5 პპ-ით

 10.5%-მდე გაზარდა. მართალია, დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებლის მატებაა მოსალოდნელი, თუმცა მხოლოდ დაბალი საბაზო

 ეფექტის გამო. ამასთან, სეზონურად შესწორებული

 თ/თ ინფლაცია უკვე ფასების ზრდის დასტაბილურებაზე მიუთითებს - ბოლო მონაცემით

 3%-იან სამიზნე ნიშნულზე ქვემოთაც კი. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების შედარებით შემცირება და ლარის გამყარება 

აძლიერებს თიბისი კაპიტალის პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, მომავალ წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იქნება

 

2022 წლის ბოლოსთვის სამომხმარებლო ფასების ზრდის მოლოდინი

 3%-ის ფარგლებშია, იმ დაშვებით, რომ ბრენტის ნავთობის ფასი სადღეისოდ არსებული

 75-დან 85 აშშ დოლარამდე აღდგება, სხვა სასაქონლო ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდება, გლობალური მიწოდების ჯაჭვების 

შეფერხება გარკვეულწილად შემსუბუქდება, ადგილობრივი ინფლაციის გამოკლებით ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი

 დაახლოებით 5.0%-ით გაუფასურდება და რეალური მშპ 6.0%-ით გაიზრდება. აქედან გამომდინარე, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დროებითია და სამომავლოდ კვლავ შერბილების ციკლია მოსალოდნელი. 2022 წლის ბოლოს, თიბისი კაპიტალის პროგნოზის მიხედვით, რეფინანსირების განაკვეთი

 8.25%-ს შეადგენს. ამასთან, ტურიზმის შედარებით ნელი აღდგენა და რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების მატერიალიზება

 ლარის 

მაღალი განაკვეთების ხელშემწყობი ფაქტორებია.

 

რეკორდულად მაღალი საპროცენტო დიფერენციალის კიდევ უფრო მატების ფონზე, ლარიზაციის მოტივაციის გაზრდის მიზნით, 8 დეკემბრის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ეროვნულმა ბანკა სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის

 (CICR) დათვლის მეთოდი შეცვალა და ის კომერციული ბანკის საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის დონეზე დამოკიდებული

 გახადა. ასევე, იპოთეკურ დაკრედიტებაში უცხოური ვალუტის გარკვეულწილად აღდგენის ფონზე სესხის მაქსიმალური ვადიანობა

 15 წლიდან 10 წლამდე შემცირდა. რისკებსა და შესაძლებლობებს შორის სწორი ბალანსის დასაჭერად, ჩვენი ფავორიტი კვლავ 

ლარი/ევრო/აშშ დოლარის კომბინაცია და ასევე მსხვილი კორპორაციული პორტფელისთვის სავალუტო კალათაში რუბლისა და ლირის 

დამატებაა.

 

დეპოზიტების მხარეს, ლარის შედარებით სტაბილურობისა და არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინების გადავლასთან

 ერთად, ნოემბერში დეპოზიტების გალარება შეინიშნებოდა. დეპოზიტების მსგავსად, ნოემბერში არარეზიდენტების მხრიდან ლარზე

 მოთხოვნაც გაძლიერდა და ადგილობრივი ვალუტის სახაზინო ფასიანი ქაღალდების ფლობაში მათი წილი 7.9%-დან 

9.4%-მდე (დაახლ. 80 მლნ ლარით) გაიზარდა.

 

ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ ლარზე მოთხოვნა გაზრდილია, წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასება ძლიერია და

 სებ-ს სავალუტო ბაზარზე ვალუტა არ გაუყიდია, ეროვნული ბანკის რეზერვები მაინც შემცირდა. აღნიშნული, სავარაუდოდ,

 მთავრობისა

 და სახელმწიფო კომპანიების მიერ ვალუტის კონვერტაციებს უკავშირდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ, მოლოდინებთან შესაბამისად,

 მესამე კვარტალში პირდაპირი ინვესტიციის სახით შემოსულმა სააქციო კაპიტალმა მხოლოდ 16 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 13 დეკემბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...