2 3 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„პორშე ცენტრი თბილისი“-ს ახალი შოურუმის მშენებლობა დაიწყო

 

„პორშე ცენტრი თბილისი“-ში  შოურუმის რეკონსტრუქცია და სერვისცენტრის მშენებლობა დაიწყო. პრემიუმ ბრენდი მომხმარებელს უფრო კომფორტულ გარემოში, ახალი შეთავაზებებით მოემსახურება.

განახლებული სივრცე სრულად პორშეს თანამედროვე, უახლესი სტანდარტით მოეწყობა.  შოურუმი გაფართოვდება და ავტომობილების ახალ სამოდელო რიგთან ერთად, მომხმარებელს აქსესუარების ფართო სპექტრს შესთავაზებს. ადგილზე იქნება შესაძლებელი ავტომანქანის სალონისათვის სასურველი მასალის შერჩევაც.

მეტი კომფორტისათვის შოურუმი და სერვისცენტრი ერთ სივრცეში  განთავსდება. პორშეს მაღალკვალიფიციური მექანიკოსები, ახალ სერვისცენტრში ერთდროულად უფრო მეტი  მომხმარებლის მომსახურებას შეძლებენ.

 

„პორშე ცენტრი თბილისი“ 10 წელია ქართულ ბაზარზე საქმიანობს. მომხმარებელს გერმანული ბრენდის სტანდარტების შესაბამის მომსახურებას ვთავაზობთ. პორშეს სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენც მუდმივად ვზრუნავთ განვითარებაზე და გვინდა, რომ ავტომობილის შეძენა კიდევ უფრო საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილება გახდეს. მიხარია, რომ ჩვენი ახალი შოურუმი მოგვცემს საშუალებას ქართველ მომხმარებელს ბრენდი სრულყოფილად წარვუდგინოთ“, - პეტრე წაქაძე, Tegeta Premium Vehicles-ის დირექტორი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეში, 2022 წლის ივნისში დასრულდება. მანამდე კი „პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს თეგეტა ჰოლდინგის ცენტრალური ფილიალის პირველ სართულზე ელოდება.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...