2 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთში, სუროვიკინოს კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, არის მსხვერპლი - ტერორისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ ISIS-ის წევრები არიან, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს ითხოვენ

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, მძევლების აყვანა მოხდა დისციპლინური კომისიის სხდომაზე. წინასწარი მონაცემებით, ტერორისტებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთში აკრძალული საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია, „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წევრები არიან, კოლონიის სულ მცირე სამი თანამშრომელი მოკლეს, კიდევ რამდენიმე დაჭრეს და მძევლად აიყვანეს.

„ტელეგრამ“ არხების ცნობით, პატიმრები კოლონიის ტერიტორიაზე ვერტმფრენის დაშვებას და ვერტმფრენის ბორტზე 2 მილიონ აშშ დოლარს ითხოვენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი ვერტმფრენს დაედევნებიან, მძევლების მოკვლით იმუქრებიან.

ამავდროულად, პირები, რომლებსაც მძევლები ჰყავთ აყვანილი, აცხადებენ, რომ მათ შეძლეს კოლონიაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აწყობა და მისი აფეთქებით იმუქრებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები