საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს – რასა იუ...
“რამდენიმე მოსაზრება თბილისში ჩემი ვიზიტიდან: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში წევრობა სრულიად შეუთავსებლები არიან. საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს. მათ უნდა აირჩიონ, სურთ ე...
|
მომღერალ ქრისტინე იმედაძეს ბაბუა, რამაზ გოგლიძე გარდაეცვალა - ამის შესახებ უმძიმესი პოსტი ქრიატინემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა
"ყველაზე ტკბილი,თბილი, ყურადღებიანი,კეთილი,უკიდეგანოდ მამაცი, ძალიან მართალი,ძალიან ჭკვიანი, ძალიან ძლიერი, გემოვნებიანი, დახვეწილი, კოპწია, თავდაჯერებული, შემდგარი,წარმატებული, ძალიან თანამედროვე, ყველაფერში ზომიერი და შესაბამისი, საშინლად კარგი მამა და კიდევ უფრო საშინლად კარგი ბაბუ იყო ჩემი რამაზი!
ტრადიციულობისა და თანამედროვეობის უცნაური სინთეზი იყო ეს ჩემი ბაბუ... დროს უსწრებდა ყველაფერში... ყველასთან და ყველაფერთან მათემატიკური სიზუსტის იყო საქციელსა თუ დამოკიდებულებაში...
მისთვის ყველა მიუღებელ ქმედებას ყველაზე დიდი გაგებით ეკიდებოდა და ამაზე ახლა გული მეხლიჩება... ყველანაირ ქარცეცხლში გაატარა ცხოვრებამ... ყველანაირ განსაცდელს ძალიან ღირსეულად ხვდებოდა...
სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე იმდენჯერ გაიარა უკვე მივეჩვიე,რომ სულ ჩემი ბიჭი უგებს
ახლაც მეგონა უგებდა...
სულ ბიჭი იყო... ბოლო წუთამდე ახალგაზრდა.
უბრალოდ სტატუსი ქონდა - ბაბუ
ყველას ქრაში 🤍
ჩემი ოჯახის მთავარი ბიჭი, ყველაზე მამაცი ბიჭი, ნამდვილი რაინდი, ჩემი ბეისბოლისტი ... ყველას მამა და ყველას ბაბუ ...
-თუ მომკლავს გული იქნება, სხვა ვერაფერი მომერევაო...
ბოლო გზა სახლიდან სასწრაფოს მანქანამდე თავის ფეხით,როგორც მას შეეფერება ისე გაიარა...
მიდიოდა და არავის არ გვიყურებდა... უკვე ვიცი რატომაც... თვითონ მაშინვე იცოდა...
ამ დღის მთელი ცხოვრება მეშინოდა... იმ დღის როცა ჩემი ბაბუს გულის დრო ამოიწურებოდა...
დაახლოებით 25 წლიან არათანაბარ ბრძოლაში პირველად დაამარცხა გულმა... გულმა რომელიც ფაქტიურად მისი აღარც იყო...
სიცოცხლის მიმართ სიყვარულით და სიცოცხლისთვის ბრძოლის უნარით მაოცებდა მუდამ... საყვარელი საქმის კეთების წყურვილით,თავისი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლით,ქართული სპორტის განვითარების დაუოკებელი ჟინით...
უმაღლესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ... ამ და სხვა მისი კარგი თვისებებისა და მიღწევების გამო სიამაყეს ვერ ვიტევ ისე მაწვება...
ვზივარ და ვფიქრობ ხვალიდან საქმე როგორ ვაკეთო... სურვილი არაფრის კეთების არ მაქვს... მხოლოდ ბაბუს ფოტოებსა და ვიდეოებს მინდა ვუყურო თავიდან, მერე ისევ თავიდან და ასე ვატრიალო წარსული... ვიხსენებ, ვიხსენებ, ყველაფერს ვიხსენებ... ფილმივით ვუყურებ ჩვენს ურთიერთობას, მოგზაურობებს, შეხვედრებს,მის რჩევებს,ისტორიებს რომლებსაც მიყვებოდა, რა ადამიანურ თვისებებსა და ღირებულებებზე მიმახვილებდა ყურადღებას....
ჩემი სევდიანი სახე არ უყვარს ბაბუს... ხუთშაბათს ეთერში თუ ვერ დამინახავდა სასწრაფოდ რეკავდა...
უცებ მახსენდება თვითონ როგორ იქცეოდა უიმედობის ჟამს... ლოგინად ჩავარდნილი, დასუსტებული რომ წამოფრინდებოდა მოწესრიგდებოდა და გაეშურებოდა სხვა კონტინენზე საქმისთვის... შემოუფრენდა მსოფლიოს...
ალბათ ახლა გასაფრენი აღარსად იყო ამიტომ სხვა მიმართულებით გაფრინდა...
ხვალ ხუთშაბათია...
ეთერში არ ვიქნები ბაბუ 🤍"
“რამდენიმე მოსაზრება თბილისში ჩემი ვიზიტიდან: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში წევრობა სრულიად შეუთავსებლები არიან. საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს. მათ უნდა აირჩიონ, სურთ ე...
38 წლის კაცი, რომში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აივნიდან შევიდა, თუმცა მისი ყურადღება ჯოვანი ნუჩის წიგნმა მიიპყრო. სანამ დამნაშავე წიგნს კითხულობდა, სახლის მეპატრონემ გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა. კა...
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობ...
აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობი...
“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფ...
უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ ა...
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო ...
კომენტარები