2 3 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება არ უნდა შეიზღუდოს!” – გიორგი გახარია

უმაღლესი სასწავლებლებისთვის სწავლის რეალურ სივრცეში 19 ოქტომბერს განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალაში რჩება, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია, რომ იქ, სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლება, მაგრამ იქ, სადაც შესაძლებელი არაა, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ლაბორატორიებში ჩაატარონ. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როცა ჩვენ ვამბობთ ადაპტაციას და ვირუსის მართვას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნილებები არ უნდა შეიზღუდოს. ისეთი როგორიცაა სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მიმართულებები, განსაკუთრებით, განათლების მიმართულება, მაქსიმალურად იქნას დაცული. განათლების სამინისტროს აქვს მიცემული შესაბამისი დავალებები უსაფრთხოების სტანდარტი უმაღლეს დონეზე რომ იყოს დაცული სკოლებშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც”

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები