0 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სელფსერვისი და თანამედროვე ტექნოლოგიები "ავერსში"

 

ფარმაცევტულ სფეროში თვითმომსახურების აპარატით სარგებლობის პრეცედენტი "ავერსმა" შექმნა - სააფთიაქო ქსელში ტექნოლოგიური სიახლე ჯერ კიდევ 2 წლის წინ დანერგა და დღეს სელფსერვისით სარგებლობა "ავერსის" 153 აფთიაქშია  შესაძლებელი.

სიახლე საზოგადოებამ სწრაფად მიიღო - სელფსერვისი მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს, მითუფრო, რომ თანამედროვე აპარატის მეშვეობით სასურველი პროდუქციის შეძენა არაერთ პოზიტიურ ფაქტორთან არის დაკავშირებული:

* ამ სივრცეში უპრეცედენტო ფასდაკლებებისა და მიმზიდველი აქციების სახით ყოველდღიური სიურპრიზები გელით.

* შერჩეული პროდუქციის შესაძენად რიგში დგომა არ გიწევთ, შესაბამისად, ზოგავთ დროს!

"ავერსი" თანამედროვე ტექნოლოგიებზე თანხებს არ ზოგავს, რადგან სურს, რომ მოხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას და მომსახურების ხარისხი მუდმივად გააუმჯობესოს. სწორედ ამიტომ, მან შემოიტანა და დანერგა მაღალი კლასის ტექნოლოგიური ბრენდის Pyramid-ის PASSPORT ტერმინალები.

მომწოდებლის ვებგვერდზე წარმატებული ბიზნესის შესახებ სტატია განთავსდა, სადაც მკითხველს უყვებიან  "ავერსზე", როგორც თვითმომსახურების ტერმინალის ექსკლუზიურ მომხმარებელზე და ფარმაცევტულ სფეროში გამორჩეული ნიშის მატარებელ კომპანიაზე:

"ავერსის" მენეჯმენტის გადაწყვეტილებამ, დაენერგა Pyramid Computer-ის თვითმომსახურების ტერმინალები, ინოვაციური სიახლე შემოიტანა ფარმაცევტულ ინდუსტრიაში - ვკითხულობთ სტატიაში. მართლაც ტექნოლოგიურმა სიახლემ კიდევ უფრო დიდი კომფორტი შექმნა როგორც მომხმარებლისთვის, ასევე პერსონალისთვის. უფრო ვრცლად გადადით ლინკზე:

https://pyramid-computer.com/reference/polytouch-at-aversi/

 

 

"ავერსი" ნოვატორია ყველა მიმართულებით - ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებასა და დანერგვაზე.  "ავერსი" ერთ-ერთი პირველი ბრენდია, რომელმაც ფარმაცევტულ სფეროში სრულად კომპიუტერიზებული მომსახურება დანერგა და სელფსერვისის კომფორტული აპარატებით სარგებლობის შესაძლებლობაც მისცა მომხმარებელს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები