თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
|
ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამოცემამ Global Finance-მა თიბისი 2023 წელს საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა.
გამარჯვებული ბანკების გამოსავლენად, Global Finance-მა სხვადასხვა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა. მათ შორის, მიმდინარე წელს ბანკების აქტივების ზრდა, მომგებიანობა, გეოგრაფიული მიღწევები, სტრატეგიული ურთიერთობები, ახალი ბიზნესის განვითარება და ინოვაციური პროდუქტები. ასევე, გაითვალისწინეს შემდეგი სუბიექტური კრიტერიუმებიც: კაპიტალის და საკრედიტო რეიტინგის ანალიტიკოსების, საბანკო საქმის ექსპერტებისა და ინდუსტრიაში ჩართული სხვა პირების მოსაზრებები.
„წლევანდელი დაჯილდოების გამარჯვებულები ის ბანკები გახდნენ, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან თავიანთი კლიენტების საჭიროებებს და რომლებმაც ძლიერი შედეგების მიღწევით საფუძველი ჩაუყარეს მომავალ წარმატებას. ისინი გონივრულად მართავდნენ თავიანთ აქტივებსა და ვალდებულებებს სწრაფად ცვალებად ფინანსურ გარემოში,“ - ჯოზეფ ჯარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.
„ეს აღიარება ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, Global Finance-მა საუკეთესოდ ბანკად დაგვასახელა საქართველოში და რაც აუცილებლად ხაზგასასმელია, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მომხმარებელზე და მის საჭიროებებზე ზრუნვა იყო. ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ადამიანებს ცხოვრება გაუმარტივოს, ეს აღიარება კი ამის ნათელი დადასტურებაა. თიბისისთან ერთად Global Finance-ის დაჯილდოებაში მსოფლიოს წამყვანი ბანკები მონაწილეობენ, ვფიქრობ, მათ გვერდით ამ გამარჯვების მოპოვება ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა,” - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
ჟურნალი Global Finance-ი 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. გავლენიანი გამოცემა უკვე 36 წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში. Global Finance-ი რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
თიბისის ტექ გუნდი ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები