1 2 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მწვავე დაპირისპირება ქართული ოცნების დეპუტატებს შორის - ნავერიანმა ხაბარელი ამხილა

 ძიუდოს ფედერაციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გუშინ კომისიის სხდომა გაიმართა. მასში, მინისტრის გარდა, ქართული ოცნების ორი მოქმედი დეპუტატი: შოთა ხაბარელი და თამაზ ნავერიანი მონაწილეობდა.

კომისიის სხდომის მიმდინარეობის დროს, ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხაბარელმა ძიუდოს ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის ლანძღვა დაიწყო.

ხაბარელს, რომელიც ძიუდოისტებს ქუჩის აქციებისა და ბოიკოტისაკენ უბიძგებს, ქართული ოცნების წევრი, თამაზ ნავერიანი მწავვედ დაუპირისპირდა.

მან, ხაბარელი, მოჭიდავეებს შორის შუღლის ჩამოგდებასა და ნაკრების პარალიზებაში დაადანაშაულა, რასაც იქვე მოჰყვა ხმამაღალი კამათი.

შეიძლება ითქვას რომ შოთა ხაბარელი პირდაპირ იმუქრებოდა იმით რომ ნავერიანის ქმედებებს „ზევით“ განიხილავდა.

კომუნისტური იდეოლოგიითა და დაპირისპირებებით ცნობილმა დეპუტატმა, ნავერიანის კრიტიკა იმის გამო ვერ აიტანა რომ მან, ღიად დაადანაშაულა იგი, ძიუდოს ფედერაციაში განვითარებული მოვლენებით სპეკულირებაში.

რაც შეეხება სხდომას, კომისიის წევრთა უმრავლესობის აზრით, „ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის სერიოზული საფუძველი არ არსებობს“.
თუმცა, როგორც ჩანს, არსებობს კერძო ინტერესები, რომელიც სწორედ შოთა ხაბარელის ბიზნეს-ინტერესებს უკავშირდება.

პრესა .ჯი  ხაბარელს გუშინდელი ხმაურიანი სხდომის შესახებ ტელეფონით ესაუბრა. ნავერიანი კი - კვლავ „მიუწვდომელი“ აღმოჩნდა.

- ნავერიანმა პირდაპირ გამხილათ დაპირისპირების ორგანიზებაში და ასევე იმაში, რომ ნაკრების წევრებს ქუჩის აქციების მოწყობაში ეხმარებით...

-მე დაპირისპირების ორგანიზებას კი არ ვახდენ, სიმართლეს ვამბობ ყოველთვის. ხაბარელს ტყუილი არასოდეს უთქვამს და არც ახლა გააკეთებს ამას. ბიჭები საერთოდ არ მინახავს, ტელევიზიიდან ვუყურებ ხოლმე მათ.

- სპორტის დეპარტამენტში მიმდინარე კომისიის სხდომას ესწრებოდით, რომელიც ხმაურიანი გამოდგა. რა მოხდა?

- მიმდინარეობდა კომისიის სხდომა, სადაც თვითონ მინისტრმა და კომისიის წევრებმა თავისი აზრი დააფიქსირეს, მათ აღნიშნეს, რომ იყო დარღვევები მწვრთნელების შეცვლასთან დაკავშირებით.

როდესაც ეს საკითხი მინისტრმა დააყენა, მაშინვე წამოხტა თავისი ზონდერული ქცევებით ნავერიანი და პირდაპირ შეტევით გადმოვიდა.

შედეგად მოხდა პირდაპირი კონფლიქტი და ამის შემდეგ, ის ამბობს, რომ მე ვახდენ დაპირისპირებებს?

იქ კიდევ არის ერთი ზონდერი, რომელიც ერთ-ერთი მწვრთნელია.

- ვისზე ამბობთ, კონკრეტულად დაგვისახელეთ...

- არის ერთ-ერთი და თვითონ გამოიცნობს თავს, სხვებიც კარგად მიხვდებიან ვისზეა საუბარი“.

აღსანიშნავია რომ ხაბარელისაგან განსხვავებული შეფასებები აქვს კომისიის წევრთა დიდ უმრავლესობას.

ისინი, მართალია, პირდაპირ არ საუბრობენ, მაგრამ მიუთითებენ იმაზე რომ ქუჩის აქციები ხელოვნურად ორგანიზებულია და მიზნად ძიუდოს ფედერაციის მუშაობის პარალიზებას ისახავს.

ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატი კარზეა მომდგარი. მთავარი მწვრთნელი და ნაკრების დიდი ნაწილი კორეაშია და ვარჯიშობს. ნაკრებს რამდენიმე დღეში უნდა შეუერთდეს შავდათუაშვილი და მარგველაშვილიც.

თუმცა, სამწუხარო ისააა რომ ნაკრების ის წევრები, რომლებიც ხაბარელს უსმენენ, კვლავ ბოიკოტის რეჟიმში არიან და ტატამის ნაცვლად, ქუჩაში დგანან, რის გამოც პირველ რიგში, გულშემატკივარი ზარალდება.

წყარო: პრესა.ჯი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები