2 0 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს

ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება საერთო თანხმობითაა მიღებული. 

„შედგა შეხვედრა პარტიის პოლიტიკური საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრთა მონაწილეობით, სადაც განვიხილეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი, მათ შორის მივიღეთ გადაწყვეტილება, საპრეზიდენტო არჩევნებში, „ქართული ოცნების“ მონაწილეობის თაობაზე. მსჯელობის საფუძველზე, საერთო თანხმობით, მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნება“ არ წარადგენს თავის კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარტიამ შესაძლოა, ღიად დაუჭიროს მხარი რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს, ან საერთოდ უარი თქვას რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები