2 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მირზა სუბელიანს სამართალდამცველები 9 საათის განმავლობაში კითხავდნენ

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, მირზა სუბელიანს სამართალდამცველები 9 საათის განმავლობაში კითხავდნენ. 

სუბელიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა, გვიან ღამით დატოვა.სუბელიანს დაკითხვის შემდეგ არ უსაუბრია რა კითხვები ჰქონდათ მასთან სამართალდამცველებს. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა აცხადებს, რომ მას გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დაწერილი და დაკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„ხელწერილი მაქვს გაუთქმელობის შესახებ, შესაბამისად ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. გამომძიებლებს ჰქონდათ შეკითხვები, გავეცი შესაბამისი პასუხები. რამდენჯერაც დამიბარებენ იმდენჯერ მოვალ. იყო დამატებითი შეკითხვები, გავეცი პასუხი,“-განაცხადა სუბელიანმა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები