0 0 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იმნაძე: კორონავირუსის ახალი შტამი, ომიკრონი, რა თქმა უნდა, შემოაღწევს საქართველოშიც

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, ომიკრონი, საქართველოშიც ადრე თუ გვიან, შემოვა.   

მისი თქმით, ეს დაახლოებით ერთ თვეში მოხდება. 

"რა თქმა უნდა, შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა. ჩვენ გამალებული ურთიერთობა და აფრიკასთან დღეში რამდენიმე რეისი არ გვაქვს, განსხვავებით ევროპისგან. ვნახოთ, დაახლოებით ერთი თვე უნდა გვქონდეს მარაგში, რომ წინასწარ ვიცოდეთ ზუსტად რასთან გვექნება საქმე.

სწრაფი გავრცელება ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მახასიათებელია. სწრაფი გავრცელება ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანი ერთდროულად ხდება ავად, რაც ნებისმიერ ქვეყანაში იწვევს სამედიცინო დახმარების სისტემების გადატვირთვას". - თქვა პაატა იმნაძემ პალიტრის ეთერში. 

კორონავირუსის ახალი შტამი, ომიკრონი, ჯერჯერობით მსოფლიოს 15 ქვეყანაშია გავრცელებული. 

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს აღნიშნულ აფრიკულ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები