0 2 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“გთხოვთ, საჯაროდ დაადასტუროთ ის, რასაც მწერდით” – ზურაბ გურული ქართველ კოლეგებს

ამერიკაში მოღვაწე ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პლაქველინზე დაწერა და დღეს მის განცხადებას უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში წერს:

“ერთი თხოვნა მაქვს ჩემს ფეისბუქ-მეგობრებთან და არამეგობრებთანაც, უბრალოდ პატიოსან კოლეგებთან და პატიოსან ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მკურნალობენ უმსუბუქეს, ასიმპტომატურ პაციენტებს პლაქვენილით თბილისში. ძალიან გთხოვთ, დამიდასტურეთ სახელებით, რომ ეს ხდება. დამიდასტურეთ იმისათვის, რომ უბრალოდ დაიცვათ ადამიანი ცილისწამებისაგან, დაუმსახურებელი შეურაცხყოფისაგან.
ამ ხნის განმავლობაში არაერთი თქვენთაგანის წერილი მივიღე, სადაც თქვენი თხოვნით ის პრობლემები გავაჟღერე საჯაროდ, რომელთა თქმასაც ხმამაღლა ვერ ბედავთ, მაგრამ საოცრად გაშფოთებთ და გაშინებთ.
ვერ ბედავთ იმიტომ, რომ დასაბუთებულად გეშინიათ შურისძიების, სამსახურის დაკარგვის.
ერთადერთი მიზანი, რომლისთვისაც მე სტატუსი დავწერე, იყო ის, რომ პაციენტები დამეცვა ტოქსიკური პრეპარატის შესაძლო მავნე გავლენისაგან, რომელმაც იშვიათ შემთხვევაში გამოუსწორებელი, შეუქცევადი გართულება შეიძლება გამოიწვიოს. დავწერე იმიტომ, რომ რამდენიმე უაღრესად საგანგაშო წერილი მივიღე კარანტინში მყოფი ახალგაზრდა პაციენტების შესახებ, რომლებსაც ამ მეთოდით მკურნალობენ. არც გამკვირვებია, რადგან ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა, ასევე ახალგაზრდა პაციენტმა, რომლის დაავადებაც ასევე უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, საჯაროდ, ინტერვიუში განაცხადა რომ პლაქვენილს იღებდა სამკურნალოდ.
იმედია, გაბედავთ.
გაბედავთ არა ჩემთვის, არამედ საკუთარი ღირსების დასაცავად.
თუ არა, ამასაც გავიგებ 
რაც შეეხება ბატონ თენგიზ ცერცვაძის უსუსურ პასკვილს.
ბატონო თენგიზ,
თქვენს ადგილას მე შემრცხვებოდა და თუ რატომ, ეს ჩემზე უკეთ იცით”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები