0 2 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

" ჩვენი პასუხი გამოწვევებსა და ოკუპაციაზე არის მშვიდობა და ქვეყნის მდგრადი განვითარება"

„რუსეთმა უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად,“ - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრისას გააკეთა. მამუკა ბახტაძემ რუსეთ-საქართველოს ომზე და რუსულ აგრესიაზე ისაუბრა.

პრემიერის განცხადებით, რუსეთის აგრესიას საქართველო მდგრადი განვითარებით უნდა პასუხობდეს და ევროატლანტიკური კურსი არ უნდა შეცვალოს.

„თუ რუსეთის მთავრობა იაზრებს რუსი ხალხისა და სახელმწიფოს გრძელვადიან ინტერესს, სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობასთან დაკავშირებით და სურს კეთილმეზობლური, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა საქართველოსთან, მან უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად. ჩვენი პასუხი ამ გამოწვევაზე და ქვეყნის ოკუპაციაზე არის მშვიდობა და ქვეყნის მდგრადი განვითარება, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, ეკონომიკის განვითარება, ჩვენი შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი, უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის, რომ ერთად ვაშენოთ ძლიერი და ევროპული საქართველო,“ - განაცხადა პრემიერმა.

მრგვალი მაგიდა პოლონეთის, ლიეტუვას და ლატვიას საგარეო საქმეთა მინისტრების და უკრაინის ვიცე-პრემიერის მონაწილეობით იმართება.

აგვისტოს 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულმა უცხოელმა სტუმრებმა, საქართველოს პრეზიდენტთან,  საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრებთან ერთად რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები