0 9 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გვყავს ინფიცირებულები, რომლებსაც სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, თუმცა არ შეგვიძლია - ფაშინიანი

სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით ქვეყანაში ახალი კორონავირუსული ინფექციით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დამყარდა. ბოლო მონაცემებით Covid 19-ით ინფიცირების  697 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ეპიდემიური სიტუაცია გაუარესდა ქვეყანაში. არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, თუმცა მათი ჰოსპიტალიზაცია არ შეგვიძლია“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ყველა უნდა მოიქცეს ისე, როგორც პოტენციური ინფიცირებული, რადგან ქვეყანაში დაახლოებით 20 000 ინფიცირებული ადამიანია, რომლებმაც არ იციან, რომ ინფიცირებულნი არიან.

4 ივნისის 11 საათის მონაცემებით სომხეთში Covid 19-ით ინფიცირების  11 221  ახალი შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3 468 განიკურნა, ხოლო 176 გარდაიცავალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები