თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
პორშეს განვითარების ცენტრის ტესტდრაივერმა ლარს კერნმა ნიურბურგრინგის „ნორდშლაიფეზე“საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. Porsche Taycan-ის ახალი, სერიული წარმოების პროტოტიპით მან ლეგენდარულ სარბოლო ტრეკზე 7:07.55-წუთიანი წრე დააფიქსირა. ამ ოფიციალური შედეგით კი 2022 წლის აგვისტოს რეკორდი მთელი 26 წამით გააუმჯობესა.გასული წლის შედეგი ლარს კერნმა Performance-პაკეტით აღჭურვილი Taycan Turbo S Sport-ით აჩვენა.
კევინ გიკი, „ტაიკანის“ სერიული წარმოების ხელმძღვანელი: „26 წამი ავტოსპორტში ძალიან ბევრია. ლარსის მიერ დაფიქსირებული დრო, 7:07.55 წუთი, „ნორდშლაიფეზე“ სენსაციური მაჩვენებელია და იმას ნიშნავს, რომ „პორშე ტაიკანმა“ ელექტროჰიპერქარების შედეგს მიაღწია. ყველაზე შთამბეჭდავი ის არის, რომ ლარსმა რამდენიმე წრეზე ერთი და იგივე დრო აჩვენა!“
„შესაძლებლობის მაქსიმუმს ვეცადე და მაქსიმუმიც მივიღე“, - ეს ლარს კერნის სიტყვებია. რეკორდული წრეების დასაფიქსირებლად ნიურბურგინგის „ნორდშლაიფე“ ერთი დღით ექსკლუზიურად მის განკარგულებაში იყო. სატესტო ავტომობილი უსაფრთხოების კარკასითა და სარბოლო სავარძლებით აღიჭურვა.
Taycan Turbo S-ით 2022 წელს დამყარებულ რეკორდთან შედარებით, ახალი შედეგი გაცილებით უკეთესია. ახალი რეკორდის სრული Onboard-ვიდეო მარტის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.
Taycan არის პორშეს პირველი, სერიული, სრულად ელექტრიფიცირებული მოდელი, რომელზეც კომპანია წლების განმავლობაში მუშაობდა, რათა იდეალური სპორტული ელექტრომობილი მიეღო. 2019 წელს, როდესაც „პორშე ტაიკანი“ გამოჩნდა, ის მსოფლიოშიპირველი და ერთადერთი ელექტრომობილი იყო 800-ვოლტიანი ბატარეით. ტაიკანს ერთი დამუხტვით 450 კმ-ის გავლა შეუძლია.
Porsche Taycan 40-ზე მეტი ჯილდოს მფლობელი ელექტრომობილია, როგორც ყველაზე ინოვაციური მოდელი. ის ასევე გინესის მსოფლიო რეკორდსმენია — ელექტროძრავით ყველაზე გრძელი, უწყვეტი დრიფტის გავლაში.
ოთხკარიანი სპორტული ელექტრომობილი მართვის ისეთივე დინამიკური და ამაღელვებელი გამოცდილებით გამოირჩევა, როგორითაც პორშეს ლეგენდარული 911. სრულად ელექტრული Porsche Taycan-ის Turbo S-ს 761 ცხენის ძალა აქვს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 260კმ/სთ-ია, ხოლო აჩქარება 0-100 კმ/სთ — 2.8 წმ.
---
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები