0 6 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისიმ ღონისძიებას - „თიბისი და პარტნიორები“ უმასპინძლა

თიბისიმ ღონისძიებას - „თიბისი და პარტნიორები“ უმასპინძლა.  ღონისძიების ფარგლებში, მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსა და რეგიონის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ბიზნესსექტორის პერსპექტივები მიმოიხილეს.

ღონისძიებას ბიზნესსექტორის, ფინანსური ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრას თიბისის გენერალური დირექტორი - ვახტანგ ბუცხრიკიძე და მისი მოადგილე - გიორგი თხელიძე უძღვებოდნენ.

ღონისძიებაზე სპეციალურად იყო მოწვეული საერთაშორისო საფინანსო-საკონსულტაციო კომპანია Lazard-ის მმართველი დირექტორი - ბოჟიდარ დელიჩი, რომელმაც რეგიონულ ჭრილში მაკროეკონომიკური გარემო მიმოიხილა.

ასევე, ბიზნესსექტორისთვის აქტუალურ თემებზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - ლევან დავითაშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა - კობა გვენეტაძემ, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა - კატარინა ბიორლინ ჰანსენმა,  სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა - სებასტიან მოლინეუსმა და სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა - მაჩეი ჩურამ ისაუბრეს.

თიბისი წელს საიუბილეო - ოცდამეათე წელიწადს აღნიშნავს. შესაბამისად, მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვასთან ერთად, დამსწრე აუდიტორიამ თიბისის როგორც განვლილი წლის, ასევე 30 წლის ჯამური შედეგები მოისმინა.

2021 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით,  თიბისი კავკასიის რეგიონში ყველაზე მსხვილი ბანკია როგორც აქტივების, ასევე კაპიტალიზაციის თვალსაზრისით. თიბისი, ჯგუფის მასშტაბით, საქართველოსა და უზბეკეთში, ჯამში 3,6 მილიონ მომხარებელს ემსახურება.

თიბისის ჯამური აქტივები - 25 მილიარდ ლარს, ჯამური დეპოზტიები კი 15 მილიარდ ლარს შეადგენს. თიბისის 776 000 ციფრული მომხმარებელი ჰყავს, ტრანზაქციების 98% კი ციფრულად სრულდება.

საქართველოს ეკონომიკის ჯამური დაკრედიტების წილი 72%-ია, საიდანაც თიბისის წილი 40%-ია.

სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, თიბისის გაცემული ჯამური დაფინანსება 2 მილიარდ ლარს შეადგენს, რომელიც ჯამში 4 600 კომპანიას მოხმარდა.

თიბისის ბაზრის წილი ღვინის სექტორში 33%-ს შეადგენს. 30 წლის განმავლობაში, თიბისის მხარდაჭერით, 123 000 ტონამდე ყურძნის შესყიდვა დაფინანსდა და 380 ჰექტარი ფართობის ვენახები გაშენდა.

ტურიზმის მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 44%-ია. 30 წლის განმავლობაში, თიბისის მხარდაჭერით, 44 სასტუმრო კომპლექსი აშენდა, რომელიც 6 416 ოთახს აერთიანებს.

საცალო ვაჭრობის მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 45%-ია. 30 წლის განმავლობაში, თიბისის მხარდაჭერით, 125 882 კვ.მ ფართობზე, 642 ახალი სავაჭრო ობიექტი გაიხსნა და 5 416 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

2022 წელს საერთაშორისო გამოცემამ - Global Finance, საინვესტიციო მიმართულებით თიბისის  შვილობილი კომპანია - თიბისი კაპიტალი, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. თიბისი კაპიტალმა აღნიშნული ჯილდო Global Finance-ისგან ზედიზედ მეორედ მიიღო. თიბისი კაპიტალის დახმარებით განთავსებული ობლიგაციების მოცულობა ჯამში 9 მილიარდ ლარს შეადგენს.

თიბისი კაპიტალმა რეგიონში ობლიგაციების ბაზრის პირველი ინდექსი გამოსცა, რომელიც ბაზრის შედეგიანობას ასახავს. არსებული და პოტენციური ინვესტორებისათვის ობლიგაციების ბაზრის მონიტორინგის გამარტივების მიზნით, თიბისი კაპიტალმა 2 ინდექსი შეადგინა.

 

მიმდინარე წელს, თიბისი ჯგუფის ეკოსისტემას ახალი შვილობილი კომპანია დაემატა. „თიბისი - აქტივების მართვა“ აქტივების მართვის პირველი კომპანიაა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ფონდების შესახებ კანონის შემდეგ შეიქმნა.  ამ ეტაპზე, ის მართავს ფონდს - დივერსიფიცირებულ საკრედიტო პორტფელს, რომელიც ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება. ფონდის მიერ განხორციელებული პირველი ტრანზაქციის მოცულობა 5 მილიონ დოლარს შეადგენს, აღნიშნულ ტრანზაქციის ინვესტორების 70% უცხოელია.

 

30 წლის განმავლობაში, თიბისის ერთ-ერთი მთავარი და უცვლელი პრიორიტეტი განათლების ხელშეწყობაა. თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ჯამში 30 000 პარტნიორი დატრენინგდა.

 

თიბისი არსებობის IV ათწლეულს მომავალ თაობას უძღვნის. უკვე 30 წელია, რაც თიბისი ახალი თაობის მხარდამჭერია. მესამე წელია თიბისი სხვადასხვა სფეროში ნიჭიერ ახალგაზრდებს ყოველთვიური სტიპენდიით უჭერს მხარს. 3 წლის განმავლობაში, სტიპენდიატების პროგრამამ 380 მოზარდი გააერთიანა. ასევე, თიბისის მხარდაჭერით, ჯამში 1000-ზე მეტი სტუდენტი გაემგზავრა საზღვარგარეთ სასწავლებლად.  30 წლის განმვალობში, თიბისის მხარდაჭერით, ჯამში 200 მილიონი ლარი გამოიყო საგანმანათლებლო ბიზნესპორეტების დაფინასებისთვის. 

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, თიბისის საქველმოქმედო ანგარიშზე  საქართველოს მოქალაქეებმა და

 კომპანიებმა ჯამში 2 მილიონი ლარი ჩარიცხეს.

 

თიბისი ჯგუფი დღესდღეობით 10 058 ადამიანს ასაქმებს, საიდანაც 63% ქალი, 37% კი მამაკაცია.

„ნებისმიერი ბიზნესის განვითარება ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი მხარდაჭერილი ბიზნესების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო მეტი ბიზნესი გვიცხადებს ნდობას. ამის დასტურია არა მხოლოდ 2021 წლის, არამედ თიბისის 30 წლიანი არსებობის განმავლობაში, ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიღწეული შედეგები. თიბისის მისია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა. სწორედ ამიტომ, ბიზნესებისთვის ყველა პროდუქტს, მომსახურებასა და შესაძლებლობას მათი საჭიროებების გათვალისწინებით ვქმნით. 30 წლის განმავლობაში მიღწეული ამბიციური მიზნები და მომხმარებლისთვის შეთავაზებული საუკუთესო მომსახურება მარწმუნებს, რომ მომავალი წლების განმავლობაშიც მასშტაბური შედეგები გვექნება“, - თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები