0 6 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გრინ დეველოპმენტს“ კიდევ ერთი საცხოვრებელი ბლოკი დაემატება

 

საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორისა და მდგრადი ბიზნესების გაძლიერებას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით კომპანია „გრინ დეველოპმენტი“ პროექტის-„მწვანე უბანი ლისთან“ გაფართოებას გეგმავს.

 

მწვანე უბანს ლისთან 8 167  მ2-ის მოცულობის კიდევ ერთი საცხოვრებელი ბლოკი დაემატება. პროექტის ბიუჯეტი 4 მლნ აშშ დოლარია და ის მოიცავს კომერციულ ფართს, პარკინგებს და საცხოვრებელ ფართებს.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელება  მიმდინარეობს ევროპული სტანდარტების მქონე ენერგოეფექტური, დაბალ სართულიანი (4-5) განაშენიანებით. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია დიდი სარეკრეაციო ზონების, სკვერების, სასეირნო სივრცეების და ველობილიკების მოწყობა. ასევე, დამონტაჟდება მზის ენერგიის პანელები, რომლის საშუალებითაც განათდება სადარბაზო, სადგომები და საერთო სარგებლობის სივრცეები.

 

საქართველოს ბანკსა და „გრინ დეველოპმენტს“ რამდენიმე წლიანი პარტნიორობა აკავშირებთ. არსებული თანამშრომლობის შედეგად ლისის ტბის მიმდებარედ საცხოვრებელ კომპლექსში „მწვანე უბანი ლისთან“ უკვე აშენებულია ექვსი საცხოვრებელი ბლოკი, რომელიც მოიცავს 1,5 ჰექტარზე - კვ მეტრზე არსებულ საცხოვრებელ კომპლექსს. ამ პროექტის განხორციელებისთვის ბანკის მხრიდან გამოყოფილი იყო 2 500 000 აშშ დოლარი.

 

ინფორმაციისთვის, „მწვანე უბანი ლისთან” კომპანია “გრინ დეველოპმენის“ მიმდინარე მსხვილი პროქტია, რომელიც შენდება ლისის ტბის  მიმდებარედ 25 ჰა მიწის ნაკვეთზე და გათვლილია 5000–ზე მეტ ოჯახზე.

სახლებში გათვალისწინებულია:

  • ფოიეს ტიპის შესასვლელები,
  • დახურული და ღია ავტოსადგომები;
  • ინდივიდუალური self storage ტიპის სათავსო ოთახები.
  • კომერციული  და საოფისე ფართები;
  •  სასეირნო ბილიკები;
  • ბავშვების სათამაშო მოედნები;
  • 30000 კვ.მ სარეკრეაციო სივრცის მოწყობა;

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები