0 5 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის პროგრამა სტარტაპერი მსურველებს სტარტაპ კურსზე იწვევს

თიბისის პროგრამა სტარტაპერის ორგანიზებით „სტარტაპ კურსი 2022“  იწყება. აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით, ამჯერად სესიები  ფიზიკურ სივრცეში, სასტუმრო რუმსში გაიმართება. მსურველებს რეგისტრაცია მთლიან კურსზე შეუძლიათ, თითოეულ სესიას კი დაესწრება 50-მდე ადამიანი.

 

მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებისას პროფესიონალის რჩევა გადამწყვეტია, განსაკუთრებით ახლად დაწყებული ბიზნესისთვის. სწორედ ამის შესაძლებლობას უქმნის თიბისი სტარტაპერებს.  წელს სტარტაპ კურსი 2 მაისს დაიწყება და ჯამში 9 სესიას უმასპინძლებს, რომელსაც დარგის წარმატებული ექსპერტები გაუძღვებიან.

 

·         როგორ დავიწყო სტარტაპი - შოთა გიორგობიანი

·         როგორ დავგეგმოთ mvp - ლაშა ყანჩაველი

·         როგორ მოვარგოთ პროდუქტი ბაზარს - დავით ჩეჩელაშვილი

·         სტარტაპის ბიზნეს მოდელი - თორნიკე ჩხაიძე

·         მდგრადი განვითარება - ოთო ბერიშვილი

·         სტარტაპის ფინანსების მართვა - შალვა ახრახაძე

·         ბრენდი და კომუნიკაცია - ნინო ეგაძე

·         მომხმარებლის გენერირება ციფრულ არხებში - ნიკა გვახარია

·         ინვესტიციების მოზიდვა - დავით ჩიხლაძე

 

სესიები დაგეგმილია კვირაში ორჯერ - ორშაბათს და ოთხშაბათს, 20:00 საათზე. ლოკაცია: სასტუმრო „რუმს თბილისი“, საკონფერენციო დარბაზი: Dining 1.

 

სასურველ სესიაზე ან სრულად კურსზე დასწრებას შეძლებს 50 შერჩეული სტარტაპერი. დარეგისტრირდი აქ: https://bit.ly/tbc-startup-course

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები