0 6 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Tesla-ს სერვისი „თეგეტა მოტორსში“

მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრომობილის Tesla-ს სერვისს მომხმარებელს „თეგეტა მოტორსი“ სთავაზობს. სერვისცენტრში შესაძლებელია ავტომობილის სრული დიაგნოსტირება, პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრა.

Tesla-ს ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ამას სტატისტიკაც ადასტურებს - 2022 წელს ბრენდის გაყიდვებმა, დაახლოებით, 60%-ით მოიმატა. მართალია, დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, შედარებით ნელა, მაგრამ მათი რიცხვი საქართველოშიც მზარდია. ამ განსხვავებული ელექტროსისტემის მქონე ავტომობილს გამორჩეული სერვისი, რაიმე პრობლემის შემთხვევაში კი, სპეციფიკური დიაგნოსტიკა, ანალიზი თუ გადაჭრის გზები სჭირდება.

„თეგეტა მოტორსის“ გუნდმა, სერვისის დანერგვამდე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგები გაიარა. მიღებული გამოცდილება კომპანიის სერვისცენტრში გადმოიტანეს და ყველა სამუშაოს კვალიფიციური, სერტიფიცირებული მექანიკოსები ასრულებენ.

 

„ელექტრომობილების მომსახურება 2017 წლიდან დავიწყეთ, თუმცა მათ შორის არ იყო Tesla, რადგან ჩვენს რეგიონში ამ მარკის ავტომობილები პრაქტიკულად არ გვხვდებოდა. ბაზრის ანალიზის შედეგად, შევნიშნეთ „ტესლას“ მარკის ავტომობილების რაოდენობის ზრდის ტენდენცია. დავიწყეთ ჩვენი მექანიკოსების გადამზადება, რათა პოტენციური მომხმარებლებისთვის შესაბამისი სერვისი მიგვეწოდებინა“, - ამბობს ნიკა ბოჭოიძე, „თეგეტა მოტორსის“ საინჟინრო-ტექნიკური განყოფილების უფროსი.

„თეგეტა მოტორსში“ ამბობენ, რომ Tesla-ს ელექტრონული დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება როგორც ოფიციალური სადილერო დიაგნოსტიკური პლატფორმა, ისე ბაზარზე არსებული სხვა წამყვანი მოწყობილობები.

„შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებისგან განსხვავებით,
Tesla-ს სპეციფიკური ელექტრონული სისტემა აქვს. ამიტომ ამ ბრენდის ავტომობილებს განსხვავებული მიდგომა და აპარატურა სჭირდება. სწორედ ამისათვის მოვემზადეთ და ახლა შეგვიძლია, ვთქვათ, რომ Tesla-ს მომხმარებელს უახლესი სადიაგნოსტიკო აპარატურით ვემსახურებით“, - ამბობს ბექა ქაშიბაძე, „თეგეტა მოტორსის“ ტექნიკური მენეჯერი.

 

 

კომპანიაში გეგმავენ, რომ თბილისის შემდეგ, Tesla-ს სერვისი, ბათუმის ფილიალშიც  დაინერგოს. სხვა რეგიონებში კი მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედებენ.

„შეკეთების პროცესს ძირითადად ის ართულებს, რომ ბაზარზე ავტომობილის სათადარიგო ნაწილების დეფიციტია. მხოლოდ საქართველოს არ ვგულისხმობ, ზოგადად, კავკასიის რეგიონში მისი დეტალები ნაკლებად ხელმისაწვდომია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. თუმცა ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. გვინდა, მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და ჩვენს სერვისში, ერთი მომწოდებლისგან, ერთ სივრცეში „ტესლას“ ელექტრონიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი მოაგვაროს“, - ამბობს ბექა ქაშიბაძე.

Tesla-ს ახალ, ოფიციალურ სადილერო დიაგნოსტიკის აპარატს „თეგეტა მოტორსში“ სერვისისთვის უკვე იყენებენ და ისეთი სერვისების დამატებას გეგმავენ, რაც ამ ეტაპზე ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ არის.  

-------

თეგეტა მოტორსის შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები