0 6 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკი და UNDP-ი ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამას იწყებენ

 

ქალი მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ახალ პროექტს იწყებს. თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით, ინიციატივა  200 ქალი მეწარმის ციფრული უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. პირველ ნაკადზე პროექტი ინოვაციური იდეებით სავსე 20 ქალ მეწარმეს უმასპინძლებს.

 

2 თვის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა კურსების, ტრენინგებისა და ქოუჩინგ სესიების სახით შეიძინონ ზოგადი და პროფესიული ცოდნა, მოიძიონ გრძელვადიანი პარტნიორები და მიიღონ 360°-იანი მხარდაჭერა იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე. 

 

გარდა ამისა, www.businesscourse.ge-ზე მინიმუმ 3 კურსის გავლის შემთხვევაში, ისარგებლონ გრანტის მიღების შესაძლებლობით.

 

„ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“ წინასწარი მოკვლევების საფუძველზე, მეწარმე ქალების საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესის როგორც  დამწყებ, ასევე უკვე წარმატებულ მეწარმე ქალებს გააერთიანებს და მათ ბიზნესის გაძლიერებისა და მდგრადი განვითარების შესაძლებლობას მისცემს. გარდა ბიზნესუნარებისა, პროგრამა მონაწილეებს ფსიქოლოგებისა და ქოუჩების ჩართულობით პიროვნული უნარების განვითარებაშიც დაეხმარება. დარწმუნებული ვართ, პროგრამა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალი ბენეფიციარების გაძლიერებაში და მათი საქმიანობის სამომავლო წარმატებაში“, - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3jTZi6H

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები