0 6 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

SOLO - ყველა კომპანიაშია დამალული საგანძური და ლიდერებს შეუძლიათ მისი აღმოჩენა

SOLO კვლავ აგრძელებს მომხმარებლებისთვის საინტერესო შეხვედრების სერიას და ამჯერად 15 აპრილს, ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ „ლეო ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ ძალიან საინტერესო შეხვედრას, რომლის მიზანია ლიდერული გამოცდილების გაზიარება და იმ სირთულეებზე საუბარი, რომელთა წინაშეც დგანან ლიდერები.

 

შეხვედრას „ლეო ინსტიტუტის“ თანადამფუძნებელი, სამი კოენი გახსნის, რომელიც  ნავთობინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან, Shell-თან, თანამშრომლობის საკუთარ გამოცდილებას გააზიარებს. სამი იმაზე  ისაუბრებს, თუ როგორ შეიქმნა Shell-ში ლეო მეთოდოლოგიის საშუალებით ე.წ. Trusting Team-ები და რა რეალურ ღირებულებაში ითარგმნა შემდგომში ეს ტრანსპორმაცია ორგანიზაციისთვის.  

 

შეხვედრის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის მონაწილეები იქნებიან:

·         ლევან ლეფსვერიძე, კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი;

·         ლექსო ალექსიშვილი, საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

 

შეხვედრის მედიატორი კი იქნება გიორგი ბურჭულაძე, „ლეო ინსტიტუტის“ დირექტორი და კომპანია „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი.

 

„ნებისმიერი ორგანიზაცია ერთგვარ სასიცოცხლო ციკლს გადის, რომელიც გულისხმობს ზრდას, სტაგნაციასა და ვარდნას. გრძელვადიანი წარმატებისთვის კი, ერთადერთი გზა ტრანსფორმაციის უწყვეტ პროცესში გადასვლაა. სწორედ ამ თემატიკაზე და გამორჩეული სპიკერების მონაწილეობით, მოხარული ვართ SOLO მომხმარებლებს  მორიგი შეხვედრა შევთავაზოთ. დამსწრეებს წინ ძალიან საინტერესო პანელური დისკუსია ელით, თემაზე "ყველა კომპანიაშია დამალული საგანძური და ლიდერებს შეუძლიათ მისი აღმოჩენა“. აღნიშნული შეხვედრა ერთ-ერთია, რომელიც SOLO Lifestyle-ის ფარგლებში, მომხმარებლებს მათი ინტრესების შესწავლის საფუძველზე შევთავაზეთ. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ SOLO მომხმარებლის სურვილებსა და ინტერესებზე მორგებული ინიციატივების განხორციელებას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე.

 

შეხვედრის დეტალები:

ადგილი: ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯი;  ჭავჭავაძის გამზ. №29

დრო: 19:00 სთ

 

დასწრება უფასოა. რეგისტრაციისთვის გთხოვთ, მოგვწეროთ მეილზე − [email protected] ან მიმართოთ თქვენს SOLO ბანკირს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3O1g8yu

 

ინფორმაციისთვის, „ლეო ინსტიტუტი“ უკვე 40 წელია, NASA-ს, Shell-ის, VISA-ს, Boeing-ის, American Express-ისა და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ლიდერებს ეხმარება დაიწყონ და დარჩნენ მუდმივი ტრანსფორმაციის პროცესში, იმისათვის რომ მიაღწიონ უფრო მეტ წარმატებას საკუთარი კომპანიებისთვის, ვიდრე ამას თავად მოელიან. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები