0 0 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბილაინისა და უმსხვილესი სპორტული მაუწყებელი სეტანტას აბონენტები განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ. ბილაინის აბონენტები სეტანტას ანგარიშს უფასოდ გახსნიან

 

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნას.  ციფრული სტრატეგიის ფარგლებში, ბილაინმა თანამშრომლობა დაიწყო, ევრაზიაში სიდიდის მიხედვით ნომერ პირველ ტელეარხთან - Setanta Sports და შექმნა სპეციალური ინტერენტ პაკეტი. ხსენებული პაკეტის შეძენისას აბონენტებს Setanta Sports-ის ანგარიშის გახსნა უფასოდ შეუძლიათ და ერთი თვის განმავლობაში წვდომა აქვთ პლატფორმაზე განთავსებულ მრავალფეროვან სპორტულ კონტენტზე.

 

შეთავაზებით სარგებლობისთვის ბილაინის აბონენტებს აქვთ ინტერნეტ პაკეტების არჩევანი: Sport + 5GB - 12 და Sport + 20GB - 25. გააქტიურებისთვის აბონენტი ეწვევა ბილაინის სპეციალურ პლატფორმას, არჩევს სასურველ პაკეტს და უთითებს ტელეფონის ნომერს. აქტივაციის შემდეგ, აბონენტს შეუძლია საკუთარი აგნარიშით Setanta Sports-ზე საფასურის გარეშე რეგისტრაცია და პლაფტორმის სრული პორტფელით ერთი თვის განმავლობაში  სარგებლობა. პაკეტის ვადის ამოწურვის შემდეგ, შეთავაზების განახლება ანალოგიური გზით ხდება, გაუქმება კი ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.  Setanta Sports-ის ანგარიშის შექმნა და სპორტული კონტენტის ნახვა შესაძლებელია როგორც ვებგვერდის, ისე აპლიკაციის მეშვეობით.

 

Setanta Sports ციფრული გამოწერითი სერვისია, რომელიც ორიენტირებულია სპორტის ქომაგებისთვის ექსკლუზიური და მრავალფეროვანი სპორტული კონტენტის მიწოდებაზე. Setanta Sports მომხმარებლებს სთავაზობს წვდომას ვიდეოების ვრცელ კატალოგზე და ცოცხალი ტრანსლაციების ფართო სპექტრზე, მათ შორის უმნიშვნელოვანესი სპორტული შეჯიბრებების პირდაპირ სტრიმებზე (ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი და სხვ.). Setanta Sport-ის მაყურებლებს შემდეგი ჩემპიონატებისა და სპორტული ღონისძიებების ხილვა შეუძლიათ: ინგლისის პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, სერია A, გერმანიის ბუნდესლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, ინგლისის, ესპანეთის, იტალიისა და გერმანიის სათასო მატჩები, შოტლანდიის პრემიერ ლიგა, ფორმულა 1, NBA, რაგბი TOP 14, UFC და NHL.

 

Setanta Sports Eurasia-ს ბრენდი, ლიცენზიებითა და სატელევიზიო არხებით, საქართველოს ჩათვლით 14 ქვეყანაში ოპერირებს და სეზონის განმავლობაში, მსოფლიოს საუკეთესო სპორტული ღონისძიებებიდან 5000-ზე მეტ პირდაპირ რეპორტაჟს გადასცემს. კომპანია 2012 წელს ირლანდიაში დაფუძნდა და ახლა მისი სათავო ოფისი თბილისშია.

 

ბილაინის მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დამატებითი ღირებულება და შესთავაზოს პროდუქტები, რომლებიც აბონენტების არაერთ საჭიროებას გადაწყვეტენ. კომპანია სწრაფად ავითარებს ციფრულ ეკოსისტემას  და აბონენტებისთვის ქმნის მათ კომფორტსა და ინტერესებზე მორგებულ თანამედროვე, ინოვაციურ ციფრულ პროდუქტებსა და მომსახურებას. 

 

###

 

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

[email protected]

 

ბილაინის შესახებ

ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 212 მილიონ მომხმარებელს, 9 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ძირითად საკომუნიკაციო და ციფრულ მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ: www.veon.com

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები