2 0 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ჩინეთის პირველმა უზარმაზარმა სამგზავრო თვითმფრინავმა ფრენა შეასრულა

ფრენა 90 წუთი გაგრძელდა და საბოლოოდ უსაფრთხოდ დასრულდა. ის შანხაიში ბუდონგის აეროპორტში დაჯდა.

თვითმფრინავი არის სიმბოლო ბეინჯინგის ამბიციური პროექტის, რომლის მიზანია შესვლა გლობალურ ავიაბაზარზე. ეს 2008 წლის შემდეგ იგეგმებოდა, მაგრამ არაერთხელ გადაიდო.პარასკევს პირველი ფრენა განხორციელდა. ფრენის დროს თვითმფრინავის კორპუსში მხოლოდ ხუთი პილოტი და ინჟინრები იმყოფებოდნენ. აფრენის პროცესს ბევრი ადამიანი ენთუზიაზმით ადევნებდა თვალს, მათ შორის იყვნენ ავიაციაში მომუშავეები.

ფრენის წინ ტელევიზია აცხადებდა, რომ თვითმფრინავი აფრინდებოდა 3, 000 მეტრზე და მისი სიჩქარე მიაღწევდა 300 კმ/სთ-ს.

ჩინეთს საკუთარი თვითმფრინავების ინდუსტრიის შექმნის ამბიცია 1970-იანი წლებიდან ჰქონდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები