1 9 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მან მე ოჯახი დამინგრია…“ – რეპერი გუფი დათვრა და ალაპარაკდა

რეპერი გუფი რუსული ჰიპ-ჰოპის გამორჩეული სახეა, თუმცა ქართველებისთვის ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც მისი და ქეთა თოფურიას რომანის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია

რეპერი გუფი ამჟამად ტაილანდში ისვენებს. როგორც აღმოჩნდა, იქვე, ახლოს დასასვენებლად არის ჩასული ყოფილი რუსი დეპუტატი დიმიტრი ნოსოვი. როგორც ჩანს, მუსიკოსს პირადი ანგარიში დარჩა გასასწორებელი ნოსოვთან, რომლის ბრძანებითაც რამდენიმე წლის წინ გუფი და მისი მეგობრები ანტინარკოტიკულმა სამსახურმა დააკავა. ნოსოვი ხუთი წლის წინ ანტინარკოტიკულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და გუფის მუსიკალური ჯგუფის წევრები ორჯერ დააკავა. ვიდეო მიმართვაში რეპერი ნოსოვს ბრალს სდებს საკუთარი ოჯახის დაშლაში, რადგან ეს დაკავება აღმოჩნდა ბოლო წვეთი მასა და აიზას ურთიერთობაში. მან „ინსტაგრამის“ ლაივში ნოსოვს შეხვედრა და საქმის „გარჩევა“ მოსთხოვა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გუფი ტაილანდში თავის საცოლესთან ერთად არის ჩასული, მასთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა, სადაც დიდი ოდენობით ალკოჰოლი მიიღო და შემდეგ ჩაერთო პირდაპირ ეთერში. ტაილანდშივე იმყოფება გუფის ყოფილი ცოლი აიზა, რომელიც უკვე წლებია მეორე ქმართან ერთად ცხოვრობს და მოღვაწეობს დიზაინის სფეროში.

რეპერი გუფი რუსული ჰიპ-ჰოპის გამორჩეული სახეა, თუმცა ქართველებისთვის ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც მისი და ქეთა თოფურიას რომანის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ერთ-ერთი ულამაზესი წყვილის ქეთა თოფურიასა და ალექსეი დოლმატოვის (გუფის) რომანის დასრულების შესახებ ცნობილი 2018 წლის ბოლოს გახდა. როგორც რუსულ მასმედიაში წერდნენ, ეს გუფის ღალატის გამო მოხდა. გუფმა გადაცემაში Осторожно, Собчак! თქვა, რომ სიმღერა Пусто ქეთა თოფურიას მიუძღვნა და ისიც აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობის დასრულების შემდეგ გული ძალიან ეტკინა.

„ქეთა იყო ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ვხედავდი ჩემს მომავალს, მაგრამ ბოლოს მორალურად გამტეხეს“, – განაცხადა მან ინტერვიუში. ალექსეი დოლმატოვმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ნარკოტიკებზე უარის თქმა სწორედ სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც მის ცხოვრებაში ქეთა თოფურია გამოჩნდა. მისი თქმით, ქეთა პირველივე ნახვისას შეუყვარდა. „ის ჩემთან მალავდა, რომ ჯერ კიდევ ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა, მას ჰყავდა შვილი და ვერსად ვჩნდებოდი მასთან ერთად, რადგან ის იყო ქეთა თოფურია“, – ამბობს რეპერი. ქეთა თოფურია რამდენიმე თვეა 35 წლის დიპლომატს ხვდება. ლევ ძენგოვმა ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან განაცხადა, რომ წყვილი ერთად ცხოვრობს და თავს კარგად გრძნობს.


https://sputnik-georgia.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები