0 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლევან ბეჟაშვილი: "ახლა უკვე გასაგებია რა ვითარებაში აპირებს ხელისუფლება შემოთავაზებული არჩევნების ჩატარებას"

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, ლევან ბეჟაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"საქართველოში ჩამოყალიბდა საბჭოთა ტიპის დიქტატურა, სადაც საკუთარ მოქალაქეებს პასპორტებს ართმევდნენ და არ უშვებდნენ საზღვარგარეთ.

24 ივნისს გამთენიისას მივემგზავრებოდი კიევში, სადაც ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ვუწევ ექსპერტულ
მომსახურებას, ამიტომ ხშირად მიწევს წასვლა.

თბილისის აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, სასაზღვრო პოლიციის ცვლის უფროსმა განმიცხადა, რომ თურმე ჩემი პასპორტი იძებნება ინტერპოლის მიერ და ჩამომართვეს. ასეთ პრაქტიკას, არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა არ იცნობს. პრაქტიკულად, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შემიზღუდეს თავისუფალი გადაადგილების კონსტიტუციური უფლება. 


ცალკე უბედურებაა, რომ სუსმა არ იცის -საქართველოს მოქალაქეებს უკრაინასა და თურქეთში პირადობის მოწმობით შეუძლიათ მგზავრობა. შემთხვევითობის წყალობით თან მქონდა პირადობის მოწმობა და ვერ ამიკრძალეს საზღვრის გადაკვეთა... პრაქტიკულად სახელმწიფომ თურქეთის და უკრაინის გარდა ყველა სხვა ქვეყანაში ამიკრძალა გასვლა...


p.s. ახლა უკვე გასაგებია რა ვითარებაში აპირებს ხელისუფლება შემოთავაზებული არჩევნების ჩატარებას, ყველას დაიჭერს, აუკრძალავს თავისუფალ გადაადგილებას, მოისყიდის და იძალადებს ამომრჩეველზე. გამოსავალი ერთია ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დაინგრეს!!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები