1 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

" ჩემი პრინციპული არჩევანი იმ საზოგადოებას ეკუთვნის,რომელიც დასავლეთისკენ იყურება და არა ჩრდილოეთისკენ!" - ნახეთ, რას წერს ზურაბიშვილის პირველი ქმარი

სალომე ზურაბიშვილის ყოფილი მეუღლე და მისი შვილების მამა, კოკი გუგუშვილი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს. 

“მოგმართავთ, როგორც თეიმურაზისა და ქეთევან გუგუშვილი გორჯესტანების მამა. უფროს თაობებს ალბათ ახსოვთ ვინ ვარ და რას წარმოვადგენდი საქართველოში სამი ათეული წლის წინ. ახალ თაობას კი ჩემს ამბავს მოვუყვები, რომ სოციალურ მედიაში მძვინვარე დეზინფორმაციით გაჯერებულ ჭუჭყში არ ჩაიძიროს.

მამაჩემი, ევსევი-ძუკუ გუგუშვილმა საქართველო 1913 წელს დატოვა და ირანში ცნობილ ქართველ ინვესტორთან, აკაკი ხოშტარიასთან სამუშოდ წავიდა. ბატონი აკაკი,რომელიც იმ ხანად ბაბუაჩემის, დიმიტრი გუგუშვილის მეგობარი იყო, ეძებდა ტექნიკური კვალიფიკაციის მქონე ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც მასთან ერთა ირანში მნიშვნელოვან საინვესტიციო პროქეტშებზე იმუშავებდენენ. ძუკუ სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც 1921 წელს წითელმა არმიამ საქართველო დაიპყრო, იძულებული შეიქნა ირანში პოლიტიკური თავშესაფარი მოეთხოვა. ირანის მოქალაქეობის ასაღებად მამაჩემს გვარის შეცვლა მოსთხოვეს. პატრიოტული მოსაზრებიდან გამომდინარე მან გვარად "გორჯესტანი“ აირჩია, რაც სპარსულად ნიშნავს "წარმოშობით საქართველოდან.“ მამაჩემი 1983 წელს ამერიკაში გარდაიცვალა, მაგრამ ვამაყობ, რომ შევძელი 1978 წელს მისი საქართველოში ჩამოყვანა და 65–წლიანი იძულებითი დევნილობის შემდეგი საკუთარი სამშობლოს, საქართველოს კიდევ ერთხელ ჩვენება.

მე და ჩემი შვილების დედა სალომე თეიმურაზსა და ქეთევანს ვზრდიდით პატრიოტ ქართველებად, რომლებიც იამაყებდნენ თავიანთი ტრადიციებით და გააგრძელებდნენ რაინდობის, ღირსებისა და თავდადების იმ ძველი ქართული ღირებულებების ერთგულებას, რომლებზეც შოთა რუსთაველი და დავით გურამიშვილი წერდნენ. შავბნელმა წრეებმა გაბედეს და ეჭვის ქვეშ დააყვენეს ჩემი შვილების წარმომავლობა და დაამახინჯეს ის ყველაფერი, რასაც მათი მამა სამ ათეულ წელზე მეტ ხანს ემსახურა. ისინი, ვინც ამ ბოროტ დეზინფორმაციას ავრცელებს არაკაცები არიან, კაცობრიობის ნაგავსაყრელზე გადასაგდები.

საქართველოს მიმართ სიყვარულმა 1980 წლების ეროვნულ–გამათავისუფლებელ მოძრაობაში ჩართვა გადამაწყვეტინა. ამ მოძრაობის ორი ბუმბერაზი, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ორივე ჩემი უძვირფასესი მეგობარი იყო. იმ დღეს, როდესაც 1990 წელს მრგვალი მაგიდის გამარჯვების შესახებ შევიტყვეთ, მე ზვიადის გვერდზე ვიდექი. კოალიცია "მრგვალი მაგიდის“ ეკონომიკური რეფორმების პროგრამა სწორედ ჩემი დაწერილია. ვემზადებოდი ზვიადის მთავრობის წევრობისთვის, რომ მას პროგრამის განცორციელებაში დავხმარებოდი, მაგრამ ნომენკლატურამ წაგვართვა ჩვენი ოცნებების განხორციელების შესაძლებლობა. პუტჩის შემდეგ მე საქართველოს პოლიტიკიდან შორს დავიჭირე და არცერთი პარტიისთვის მხარი აღარ დამიჭერია.

დიდი პატივისცემით ვიყავი გამსჭვალული ჩემი შვილების ბებიისა და ბაბუის – ლევან ზურაბიშვილისა და ზეინაბ კედიას მიმართ. 
მათ, ვისაც ეჭვი შეაქვს ჩვენი ოჯახების წარმომავლობასა და ურთიერთობებში, უნდა ენახათ თეიმურაზის ქორწილი გერგეთის სამებაში გასულ აგვისტოს, რომელიც ერთად ვიზეიმეთ. ეს ჩვენი ოცნების ასრულება იყო: მას შემდეგ, რაც 105 წლის წინ ძუკუ გუგუშვილმა საქართველო დატოვა, ჩვენი ვაჟი თავისი წინაპრების მიწას დაუბრუნდა და აქ დაქორწინდა. ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი ყველაზე საპატიო მისია სწორედ ამ ტრადიციული სუფრის გაძღოლა იყო თამადის როლში.

მე და სალომე ვამაყობთ, რომ ჩვენი შვილები ნამდვილი პატრიოტები არიან და მამაცურად უმკლავდებიან დაშინებასა და თავდასხმებს. გუგუშვილებისა და ზურაბიშვილების ოჯახები არიან მტკიცენი და საქართველოს ერთგულნი. მივესალმები ჩემსა ვაჟსა და ქალიშვილს, რომლებშიც ჩემი სისხლი ჩქებს და რომლებიც ჩვენი ოჯახის კელაპტარს მომავალ თაობებს გადასცემენ. ვამაყობ, რომ დედას გვერდზე უდგანან და ეხმარებიან საქართველოს ლიბერალური დემოკრატიისა და თავისუფლების გზით სვლაში.

მე ჩემს პრინციპებს ყოველთვის ვიცავდი. ამ არჩევნებში ჩემი პრინციპული არჩევანი იმ საზოგადოებას ეკუთვნის,რომელიც დასავლეთისკენ იყურება და არა ჩრდილოეთისკენ!

გაუმარჯოს საქართველოს!”, - წერს კოკი გუგუშვილი Facebook-ზე.

  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები